როგორია პირველი სამედიცინო დახმარება ღრძობის დროს - rogor.ge

როგორია პირველი სამედიცინო დახმარება ღრძობის დროს

აქტივობის შეწყვეტას და მოძრაობის შეზღუდვას;

დაზიანებულ ადგილას ყინულის კომპრესების დადებას(კრიოთერაპია) - სიცივე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ტკივილის იმპულსების გადაცემის შემცირებას. ტკივილის გაყუჩებასთან ერთად მცირდება კუნთის სპაზმი, ანთება და შეშუპება. ცივი ყველაზე უკეთ მოქმედებს თუ დაუყოვნებლივ დავადებთ დაზიანებულ ადგილს. თითო დადებაზე 20-30 წუთზე დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ. შეშუპების პრევენციისთვის;

საჭიროებისამებრ ტკივილის გაყუჩებას;

დაზიანებულ ადგილს შეგვიძლია შემოვახვიოთ ელასტიური კომპრესიის სახვევი. სახვევი უნდა დავტოვოთ 30 წუთი განმავლობაში და მოვხსნათ 15 წუთით;

დაზიანებული კიდურის აწევას - დაზიანებული ადგილი უნდა ამაღლდეს გულის დონის ზემოთ, რათა ადგილიდან ზედმეტი სითხე გამოვდევნოთ და თავიდან ავირიდოთ დამატებითი შეშუპება

მწვავე ფაზის შემდეგ(24-48 სთ), შეშუპების შესამცირებლად და კომფორტისთვის შეგვიძლია დაზიანებულ ადგილს თბილი, ნოტიო საგანი დავადოთ. სითბო არ უნდა გავაჩეროთ 20-30 წუთზე მეტხანს. აპლიკაციებს შორის უნდა იყოს ე.წ ,,გაგრილების პერიოდები“.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად