როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია - rogor.ge

როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია

დაღლილობა - ადამიანის უჯრედებს ვიტამინი B12 ნორმალური ფუნქციონირებისათვის სჭირდება. B12-ის დაბალი კონცენტრაცია ამცირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის ინტენსიობას, რაც ხელს უშლის ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას. ჟანგბადის დეფიციტი კი იწვევს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას.

ყვითელი ფერი სახეზე ან სიფერმკრთალე;

თავის ტკივილი - B12 ვიტამინის ნაკლებობას სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან ერთად (მაგალითად, დეპრესია), შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შაკიკის მქონე ადამიანების სისხლში აღმოჩნდა B12-ის დაბალი კონცენტრაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები - ვიტამინ B12-ის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, დისკომფორტი მუცლის ღრუში.

კონცენტრაციის გაძნელება, კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, კოორდინაციის დარღვევა; განაგრძეთ კითხვა