როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი ყურსასმენები ბიუჯეტურ ფასად, შენაძენზე რომ არ ვინანოთ - rogor.ge

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი ყურსასმენები ბიუჯეტურ ფასად, შენაძენზე რომ არ ვინანოთ

განსაზღვრეთ პრიორიტეტები

სწორი პრიორიტეტები საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ ოპტიმალური გადაწყვეტა, რომელიც თქვენს ძირითად მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. შეგიძლიათ გამოყოთ სამი კრიტერიუმი, რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ: ხელმისაწვომობა, პორტატულობა და რა თქმა უნდა, ხმის ხარისხი.

გადაწყვიტეთ, რატომ გჭირდებათ ყურსასმენები

ყურსასმენებს, ისევე როგორც ნებისმიერ გაჯეტს, გარკვეული ამოცანებისა და მიზნებისთვის ყიდულობენ. თქვენ უნდა იცოდეთ, როდის და როგორ გამოიყენებთ მათ. ყურსასმენების ტიპის არჩევანი დამოკიდებულია გამოყენების სცენარზე.

სახლისა და ოფისისთვის

დახურული აკუსტიკური მოდელები ყველაზე პოპულარულია საოფისე ყურსასმენებს შორის. მათ აქვთ საუკეთესო ხმის იზოლაცია, ასე რომ თქვენს მუსიკას სხვები ვერ მოუსმენენ.

ofisi-1667818207.jpg

უსადენო ყურსასმენი On Ear შავი

ბიუჯეტურ მოდელებს შორის, სანდოობით და ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი არის Usams, საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც პროდუქციას ჩინეთში აწარმოებს. Usams თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ცნობილია დაბალი ფასებითა და მაღალი სტანდარტების პროდუქციით. ამ კონკრეტული ყურსასმენების ფასი 99 ლარია, რაც საკმაოდ ხელმისაწვდომია ძვირადღირებულ მოდელებთან შედარებით.

ღია ტიპის ყურსასმენები კი შესაფერისია სახლში გამოყენებისთვის. ასეთ ყურსასმენებს აქვთ ხვრელები გარეთა მხრიდან, რაც ხმის ვიბრაციის გავრცელების საშუალებას იძლევა, როგორც ბუნებრივ გარემოში და ხმას უფრო რეალისტურს ხდის.

ქალაქისთვის

istock-607916382-1667818292.jpg

სასეირნოდ გამოგადგებათ ზემოთ განხილული ყურსასმენიც, მაგრამ რაც შეეხება მეტროში და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობას, საუკეთესო არჩევანი იქნება უსადენო ყურსასმენი ბლუთუზით, რომელიც ყურში თავსდება. ამ ტიპის აქსესუარები უზრუნველყოფენ მოძრაობის მაქსიმალურ თავისუფლებას, მაგრამ ზოგადად, ისინი საკმაოდ ძვირია. ბიუჯეტურ ვერსიებში რეკომენდებულია Usams-ის მოდელი, რომლის შეძენაც 89 ლარადაა შესაძლებელი.

qucha-1667818328.png

ყურსასმენი ბლუთუზით შავი

ყურსასმენს აქვს შემდეგი მონაცემები:სენსორი ყურსასმენზე28 სთ. მუშაობაBT5.1 ჩიპი სწრაფი რეაგირებისთვის10 მეტრის დისტანიაზე საუბარისაპასუხო სიხშირე -30 Hz -20 KHzდეციბელი შეზღუდული - ხმის სიხშირე 95 dB

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ამ ტიპის ყურსასმენების დაკარგვის მაღალი რისკი, განსაკუთრებით მეტროში.

სპორტისთვის

სირბილისა და სპორტული დარბაზისთვის, ჩვეულებრივ გამოიყენება ყურში მოსათავსებელი უსადენო ყურსასმენები სილიკონის თავით.

sport-1667818404.png

ყურსასმენი ბლუთუზით შავი, სილიკონის თავით

ამ ყურსასმენების უმეტესობა ოფლისადმი მდგრადია, რაც საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ/ირბინოთ თქვენს საყვარელ მუსიკასთან ერთად. სილიკონის თავი იცავს ყურსასმენს ყურიდან ამოვარდნისგან. Usams-ის ბრენდი ასეთ მოდელს 79 ლარად გვთავაზობს.

თამაშებისთვის

game-1667818452.jpg

გეიმერების არჩევანი - სრული ზომის დახშული ყურსასმენებია, ჩაშენებული ან მოსახსნელი მიკროფონით. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არჩევისას არის მოცულობითი ხმის ტექნოლოგიის არსებობა. სათამაშო ყურსასმენების უმეტესობას აქვს გრძელი, 2 მეტრიანი სადენი. გარე ხმის ჩახშობა ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია. გაითვალისწინეთ, რომ გეიმერული ყურსასმენები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.

მოგზაურობისთვის

capture-1667818481.jpg

სამოგზაურო ყურსასმენების მნიშვნელოვანი მახასიათებელია კომპაქტურობა. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ მან დაიკავოს ნაკლები ადგილი და ამცირებს დაზიანების რისკს ჩანთით ტრანსპორტირებისას. აირჩიეთ უსადენო ბლუთუზ ყურსასმენები მყარი ქეისით.

mogzauroba-1667818497.png

ყურსასმენი ბლუთუზით შავი

Usams-ის ამ ყურსასმენებით შეძლებთ მოუსმინოთ მუსიკას მაშინაც, თუ გვერდით ხმაურიანი ბავშვი გიზის. ამ კონკრეტული მოდელის ფასი 119 ლარია.

ზოგადი რეკომენდაციები:

  1. უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ მაქსიმალური ფასი და ძირითადი გამოყენების სცენარი.
  2. მიზნიდან გამომდინარე შეარჩიეთ ყურსასმენების ტიპი: გარე ხმის ჩახშობით; ყურში მოსათავსებელი, თუ დიდი ზომის, გარე გაკეთებით.
  3. აირჩიეთ მოდელი თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე.შეაფასეთ ამ მოდელების მნიშვნელოვანი მახასიათებლები: ყურის ბალიშების მასალა, დიზაინი, გამოყენებული მასალები და ა.შ.
  4. მოიძიეთ ინტერნეტში მომხმარებელთა მიმოხილვები.