როგორ გამოვიყურებოდეთ სამსახურში იდეალურად: 10 ყველაზე საჭირო ნივთი - rogor.ge

როგორ გამოვიყურებოდეთ სამსახურში იდეალურად: 10 ყველაზე საჭირო ნივთი

დიდი ჩანთა

ოფისისთვის იდეალური მოდელებია: შოპერი და ტოუტი. სასურველია, ჩანთა ხარისხიანი ტყავის იყოს, ზედმეტი დეტალების გარეშე. რაც უფრო სადაა, მით უკეთესია. ფერი - შავი ან ყავისფერი. ის სამოსის, ფეხსაცმლის მიხედვით შეარჩიეთ.

შავი ან მუქი ლურჯი პიჯაკი

ნაცრისფერიც შეიძლება. ის საქმიანი გარდერობის მთავარი სამოსია. შეგიძლიათ კლასიკურ შარვალს ან ქვედაკაბას მიუსადაგოთ, ვიწრო შარვალს ან ჯინსს. მთავარია განწყობა. ხარისხზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. ის წლების მანძილზე გამოგადგებათ.

კლასიკური ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე

ე.წ. ნავები წვრილ ქუსლზე ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. იდეალური ფერია - ხორცისფერი და შავი. მართალია, მყარი ქუსლით მიწაზე დგომა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ წვრილი ქუსლი დახვეწილობის განსახიერებაა.

კაბა-ფანქარი

ასე ჰქვია კლასიკურ, მუხლზე ან ოდნავ გრძელ ქვედაკაბას. მას ზედმეტი დეტალები არ უნდა ჰქონდეს. ფერებიდან აირჩიეთ: შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი ან ბორდოსფერი.

მინიმალისტური მაისური

თეთრი ბლუზასავითაა - ყველაფერს უხდება: შარვალსაც და ქვედაკაბასაც და რაც მთავარია, ყველა ფერის პიჯაკს. განაგრძეთ კითხვა