ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად - rogor.ge

ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვისზე იმოქმედებს მთვარის სრული დაბნელება და სასიკეთო დღეები საყიდლებისა და სურვილების ჩასაფიქრებლად

ახლა კი მივყვეთ ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენების თანამიმდევრულ განხილვას:

6 ნოემბერს მორიელში მყოფ ვენერას, დაუპირისპირდება კუროში მყოფი ურანი, ხოლო 9-ში მერკურის და მზის შეერთება გველოდება, რომლებსაც ასევე ურანი დაუპირისპირდება. ვენერა მართავს პირად ურთიერთობებს და ფულს, როცა გადარეული, მოულოდნელობებით აღსავსე ურანი დაუპირისპირდება, უნდა გავუფრთხილდეთ ფულს, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. აგრეთვე, თავშეკავება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორთან, მოულოდნელად რომ არ დაანგრიოთ კავშირი. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ორ დღეში, 8 ნოემბერს მთვარის დაბნელება გველოდება და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით სასიყვარულო თემაშიც და ფულთან მიმართებაშიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობაში მოიმატებს ისტერიკულობა. რადგან სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება გამოავლენს ყველა იმ შინაგან ემოციას, რასაც აქამდე მალავდით. ხოლო რაც შეეხება 9-ში მერკურის და მზის შეერთებას, რომელსაც ურანი უპირისპირდება, 5-13 ნოემბრის შუალედში არ გირჩევთ კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტრო და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ყველაზე კარგი დღე ასეთების შესაძენად არის 16 ნოემბერი.

8 ნოემბერს, 14:59-ზე, კუროს მე-17 გრადუსში გველოდება მთვარის სრული დაბნელება. ეს ძლიერი დღეა, რადგან მთვარე კუროს ნიშანში ეგზალტირებულია. ემოციები მომატებულია და ფრთხილად იყავით. ჯობია, იყოთ გააზრებული, დაკვირვებული. ნუ ენდობთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ნუ ეცდებით საქმიანი და სასიყვარული კავშირების გაწყვეტას. ამავე დღეს გველოდება სავსემთვარეობაც - მთვარე კუროშია, მზე - მორიელში. და ამ დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი, რომელიც გაიხსნა 25 ოქტომბერს მზის დაბნელებით, მაგრამ 14 ნოემბრამდე მაინც გმართებთ სიფრთხილე. ამ მოვლენის შესახებ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ მთვარის დაბნელების დღეებში, პლუს-მინუს 2 დღე, არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ, შეამცირეთ კონტაქტები. მოუფრთხილდით ურთიერთობებს, ამ დღეებში გაწყვეტილი კავშირების აღდგენა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ, თითქმის შეუძლებელია. მთვარის დაბნელება ყველა ადამიანზე იქონიებს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით მათზე, ვისაც მზე გყავთ კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის მეორე დეკადაში.

განაგრძეთ კითხვა