როგორ მოაშოროთ ნესტი სახლიდან - rogor.ge

როგორ მოაშოროთ ნესტი სახლიდან

გააღეთ კარები და ფანჯრები. ჰაერის ცირკულაცია არის მთავარი საშუალება ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. დატოვეთ კარები და ფანჯრები ღია ისე, რომ ჰაერი ცირკულირდეს სახლის შიგნით. იგივე ეხება ავეჯს, განსაკუთრებით კარადებს, დროდადრო დატოვეთ ისინი ღია, რათა განიავდეს. ზამთრის თვეებში, როცა ჰაერი უფრო ცივია, ნება მიეცით სახლმა "ისუნთქოს" მინიმუმ დილით და საღამოს, გამოიყენეთ მზე და თბილი ჰაერი, რათა ტენიანობამ დატოვოს სახლი.

2-1667471692.jpg

სახლის კონტროლი. საშუალოდ ექვს თვეში ერთხელ დაუთმეთ ერთი დღე სანტექნიკის, სახურავის, კედლების და ინტერიერის ავეჯის შემოწმებას. შეამოწმეთ, არის თუ არა საჭირო ნაწილების შეცვლა ან შეკეთება. ეს თავიდან აგაცილებთ ტენიანობის საშიშროებას.

3-1667471705.jpg

დააშორეთ ავეჯი კედელს. არასოდეს დადგათ ავეჯი კედელთან ახლოს. იდეალურია დაიცვათ მინიმუმ ხუთი სანტიმეტრი მანძილი, რათა ჰაერმა შეძლოს ავეჯსა და კედელს შორის ცირკულირება. მიუხედავად ამისა, დროდადრო შეამოწმეთ კედელი ნესტიანია თუ არა. თუ ცოტა ტენიანობას შეამჩნევთ, ავეჯი კიდევ უფრო შორს გადაიტანეთ.

4-1667471719.jpg

გამოიყენეთ მასალები, რომლებიც შთანთქავენ ტენიანობას. გაავრცელეთ ტენიანობის შთამნთქმელი მასალები ყველაზე ნოტიო ოთახებში, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო. ყველაზე შესაფერისი ნახშირისა და თაბაშირის ნაჭრებია. ისინი იწოვენ გარემოში შედედებულ წყალს, რითაც ხელს უშლიან კედლებზე დალექვას.

5-1667471733.jpg

შეცვალეთ კედლის საფარი. თუ ამ ყველა სიფრთხილის მიუხედავად, ტენიანობა მაინცაა თქვენს სახლში, შეეცადეთ შეცვალოთ კედლის საფარი. ყველაზე შესაფერისი კედლები, რომლებიც შთანთქავენ ტენიანობას, არის კერამიკა, გრანიტი და მარმარილო.

6-1667471751.jpg

წყარო: sharingideas.me