როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი მსხალი გემრიელი შიგთავსით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი მსხალი გემრიელი შიგთავსით

მსხლები გაჭერით შუაზე. გამოდგება ნებისმიერი ჯიში.

ყოველი ნახევრის შუაში გააკეთეთ ღრმული, ამოიღეთ თესლი.

თითოეული ნახევრის შუაში მოათავსეთ ყველი. მე ვიყენებ ნაზ რიკოტას, მაგრამ ბრის გამოყენებაც შეიძლება. დაამატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები. უმჯობესია გამოიყენოთ დარიჩინი, როზმარინი ან ბეგქონდარა.

გამოაცხვეთ მსხალი 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

მზა მსხალს მოაყარეთ თხილი და მოასხით თაფლი. ძალიან გემრიელია თხევად აკაციის თაფლთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!