როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს

ყინული. ყინული არის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული, სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გზა ქსოვილებიდან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად. ყინული ამკვრივებს და იწვევს მისი ელასტიკურობის დაკარგვას, რაც აადვილებს ტანსაცმლიდან მის ამოღებას. ამისათვის უბრალოდ დადეთ ორი ყინულის კუბიკი საღეჭ რეზინზე (ან რამდენიც გჭირდებათ) და დაელოდეთ დაახლოებით 20-დან 30 წუთის განმავლობაში. როდესაც შეამჩნევთ, რომ რეზინი გამაგრდა, აიღეთ ბლაგვი დანა (ამ მისიისთვის იდეალურია კარაქის დანა) და მოაშორეთ საღეჭი რეზინი კიდეებიდან, სანამ ბოლომდე არ ამოვა. თუ შეამჩნევთ, რომ საღეჭი რეზინი ბოლომდე არ ამოდის, ამოიღეთ ისინი ფრჩხილების დახმარებით. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეული წესით.

დაუთოვება. ისევე როგორც სიცივე, სიცხეც ეფექტურია ტანსაცმლიდან რეზინის მოსაშორებლად. ამისათვის მოათავსეთ მუყაოს ნაჭერი დასაუთოვებელ დაფაზე, დაზიანებული ნაწილი რეზინით დადეთ მუყაოზე. გააჩერეთ უთო ქსოვილზე რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ რეზინა მუყაოზე არ მიეწებება. შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ.

ლიმონის წვენი და/ან ძმარი. მჟავე პროდუქტები, როგორიცაა ლიმონი და ძმარი, შესანიშნავი ალტერნატივაა ტანსაცმლიდან რეზინის მოსაშორებლად. მაგრამ ფრთხილად იყავით, პირდაპირ არ დაასხათ ისინი ნაჭერზე. ამის ნაცვლად, ჩაასხით დაახლოებით ერთი ლიტრი წყალი და ერთი ჭიქა ლიმონის წვენი ან ძმარი ვედროში. მოათავსეთ ტანსაცმელი ამ ნარევში (ან მხოლოდ დაზიანებულ ნაწილი) და დაელოდეთ დაახლოებით 15-დან 20 წუთს. ბლაგვი დანის დახმარებით დაიწყეთ რეზინის ამოღება კიდეებიდან. შემდეგ კი გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.

ფორთოხლის ან ევკალიპტის ზეთი. ამბობენ, რომ ფორთოხლისა და ევკალიპტის ზეთები ეფექტურია ტანსაცმლიდან რეზინის მოსაშორებლად. ამ ტექნიკას დიდი საიდუმლო არ აქვს. უბრალოდ დაასხით ზეთის რამდენიმე წვეთი დაზიანებულ ადგილას და დაიწყეთ მისი ამოღება დანის ან სპატულის დახმარებით. ამ ტექნიკის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ტანსაცმელზე ცხიმის ლაქას ტოვებს და რეზინის ამოღების შემდეგ ლაქის მოცილებაც მოგიწევთ.

ცხელი წყალი. ცხელი წყალი ასევე დაგეხმარებათ ტანსაცმლისგან რეზინის მოცილებაში. ამისთვის აადუღეთ ლიტრი წყალი, შემდეგ ჩადეთ ტანსაცმელი ქვაბში ან მდუღარე წყალი დაასხით დაზიანებულ ადგილზე. შეამჩნევთ, რომ ის იწყებს დაშლას და უფრო მარტივად შეძლებთ მოცილებას.

თმის ლაქი. ეს მეთოდი საკმაოდ კარგად, მუშაობს! თმის ლაქი ძალიან ჰგავს ყინულს, რადგან მას აქვს რეზინის გამკვრივების ძალა.

სიფრთხილის ზომები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა ეფექტურია და ნამდვილად მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება არც ისე კარგად მოერგოს ფერად ან მუქ ტანსაცმელს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ტიპებს.

წყარო: sharingideas.me