რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული გაციებისას - rogor.ge

რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული გაციებისას

იოგურტი

იოგურტი პრობიოტიკების წყაროა. პრობიოტიკები წარმოადგენენ ,,კარგ“ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავში ბინადრობენ და იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარებიან. ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა რომ პრობიოტიკებს შეუძლიათ ავადობის პერიოდის შემცირება. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ ისეთ იოგურტზე, რომლის შემადგენლობაშიც არ არის დამატებული შაქარი.

ხილი და ბოსტნეული, რომლებიც C ვიტამინს შეიცავენ

C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასევე დიდ როლს თამაშობს გაციების პრევენციაში.

C ვიტამინი კარგად შეიწოვება საკვებიდან. ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

  • წითელი/ მწვანე წიწაკა;
  • ფორთოხალი/ფორთოხლის წვენი;
  • გრეიფრუტის წვენი;
  • კივი;
  • ლიმონი;
  • ბროკოლი - გარდა C ვიტამინისა, ის შეიცავს E ვიტამინს და კალციუმს. მისი მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციებს.

შვრია

შვრიის შემადგენლობაში შემავალ ელემენტებს აქვთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები. ესენია:

  • სპილენძი
  • რკინა
  • სელენი
  • თუთია
  • პროტეინები

წაიკითხეთ ვრცლად