სასუქის გამოყენების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები - rogor.ge

სასუქის გამოყენების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

იმისათვის, რომ სასუქი სწორად შეარჩიოთ, ჯერ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, როგორი ტიპის არის მიწა, გრუნტი, ამის გარეშე არაფერი გამოვა.თუ გრუნტი განსაკუთრებული მჟავიანობით გამოირჩევა, მაშინ ის გაანადგურებს ყველანაირ სასარგებლო ბაქტერიასა და მიკროელემენტებს.

მჟავიანიოის გასანეიტრალებლად უმჯობესია გამოიყენოთ ნახშირი, მკვებავი ელემენტების დამატება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამართლებული.თუ მიწა მძიმე და თიხანარევია, მაშინ ჯერ მისი სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოთ. ამაში დაგეხმარებათ ორგნული სასუქი, მაგალითად ტორფი და ნაკელი.მცენარეებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი აზოტია, ასევე ფოსფორი და კალიუმი. თუმცა მათი დამატება მიწაში ნებისმიერ დროს არ შეიძლება. ეს მინერალები მცენარეებს ზრდისა და განვითარების პროცესში სჭირდებათ. ეს გაზაფხულზე ხდება. ყვავილობის მომენტში კი ამის საჭიროება მცენარეებში მინიმუმამდე დადის.

სამაგიეროდ ყვავილობის პერიოდში მცენარეს ამატებენ ფოსფორს, რომელიც კოკრებს და ფესვთა სისტემას სჭირდება.ამიტომ, სანამ მცენარეს სასუქს დაუყრიდეთ, კარგად უნდა იცოდეთ მცენარის საჭიროება, რომ სწორედ ის შესთავაზოთ, რაც მას სჭირდება. განაგრძეთ კითხვა