რა უნდა ქნათ, რომ შიმშილის შეგრძნება გაიქროთ - რჩევები მათ, ვისაც სულ შია - rogor.ge

რა უნდა ქნათ, რომ შიმშილის შეგრძნება გაიქროთ - რჩევები მათ, ვისაც სულ შია

თქვენ არ იკვებებით საკმარისად

თუ მუდმივად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, შესაძლოა, თქვენ არასათანადოდ საუზმობთ ან ლანჩზე და სადილზე ამბობთ უარს. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ კონკრეტული დროების მიხედვით კვება. კვლევებით დასტურდება, რომ საუზმის გამოტოვება შაქრის მიღების სურვილს ზრდის. შესაბამისად, საუზმე ამცირებს იმპულსურად, დაუფიქრებლად წახემსების სურვილს. თუ გავიწყდებათ კონკრეტულ დროს საკვების მიღება, ჩაინიშნეთ დროები თქვენს მობილურში და დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც შეგახსენებთ, რომ კვების დრო მოვიდა.

თქვენ არ გძინავთ საკმარისად

ძილის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მადის მარეგულირებელი ჰორმონების გამოყოფას, რაც, საბოლოოდ, ზრდის შიმშილის შეგრძნებას. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს დისკომფორტი, აკონტროლეთ ძილის რეჟიმი. ეცადეთ, დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს და ძილის ციკლი შეადგენდეს 7-8 საათს. განაგრძეთ კითხვა