როგორ გავწმინდოთ და შევინახოთ ჩანთა ისე, რომ წლების განმავლობაში გაძლოს - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ და შევინახოთ ჩანთა ისე, რომ წლების განმავლობაში გაძლოს

შეინახეთ ჩანთები ჩიხოლში. კარგი ხარისხის ჩანთებს, როგორც წესი, მოჰყვება ჩიხოლი, როდესაც ყიდულობთ. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ თავად შეკეროთ რამდენიმე ატლასის ან ბამბის ჩიხოლი, რომ ჩანთები იდეალურ მდგომარეობაში შეინახოთ. შეინახეთ ჩანთები ჩხოლში, როდესაც არ იყენებთ, მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

1-1666811455.jpg

შეავსეთ თქვენი ჩანთები თხელი ქაღალდით. თუ დიდხანს არ გეგმავთ ჩანთის გამოყენებას, იდეალურია სპეციალური თხელი ქაღალდით გამოავსოთ, რათა არ დეფორმირდეს. არ გირჩევთ ჟურნალის ან გაზეთების ქაღალდის გამოყენებას, რადგან მელანმა შეიძლება შეღებოს თქვენი ჩანთის შიგნითა ნაწილი.

არასდროს დააწყოთ ჩანთები ერთად. თუ მათ სხვა ჩანთებთან ერთად დააწყობთ, ხელს შეუწყობთ მათი ფორმების დაკარგვას. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის მათი ორგანიზება თქვენს კარადაში, ან თაროზე ისე, რომ მათ შეინარჩუნონ ორიგინალური ფორმა.

იზრუნეთ ჩანთებზე წვიმის დროს. შეასხურეთ თქვენს ჩანთას წყალგაუმტარი სპრეის დამცავი, რათა დაიცვათ იგი წვიმისგან ან ნებისმიერი სითხისგან, რომელიც შეიძლება შემთხვევით მოხვდეს. უბრალოდ გაამშრალეთ ბამბის ქსოვილით. პირვანდელი იერსახის შესანარჩუნებლად, გაწმინდეთ მთელი ზედაპირი ნესტიანი პირსახოცით ძალიან ძლიერად შეზელვის გარეშე. დარწმუნდით, რომ ეს გააკეთეთ წელიწადში 1 ან 2-ჯერ, რათა მასალა არ დაზიანდეს.

2-1666811476.jpg

წყარო: sharingideas.me