როგორ გავაკეთოთ მყარი შამპუნი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ მყარი შამპუნი სახლის პირობებში

დამუშავება:

ამოიღეთ მთელი რბილობი ალოე ვერას ფოთლებიდან. შემდეგ აურიეთ რბილობი და როზმარინის ღერო, სანამ არ მიიღებთ გელის მსგავს კონსისტენციას. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი. მოგვიანებით გახეხეთ გლიცერინი და შეინახეთ მომდევნო გამოყენებისთვის. ალოე ვერას და როზმარინის ნარევი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ გლიცერინი და რამდენიმე წუთის შემდეგ ლიმონის წვენი და ზეთი. აურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. დასასრულს, დაასხით ნარევი იმ ფორმის კონტეინერში, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და დატოვეთ იქამდე, სანამ არ გამაგრდება.

shhhh-1666811580.png

როგორ გამოვიყენოთ იგი:

თხევადი შამპუნისგან განსხვავებით, ეს პროდუქტი უნდა შეიზილოთ ხელებში, სანამ აქაფდება და შემდეგ წაისვით თმაზე. დაფარეთ სკალპის ყველა კუთხე. წასმის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ გააჩეროთ 3-5 წუთის განმავლობაში, რათა დატენიანდეს და გამოკვებოს თმა. დასასრულს ჩამოიბანეთ წყლით. დარწმუნდით, რომ შამპუნის ცხიმიანი ნარჩენები არ დაგრჩებათ.

წყარო: sharingideas.me