რატომ არ შეიძლება უთხრათ შვილს "წესიერად მოიქეცი" - rogor.ge

რატომ არ შეიძლება უთხრათ შვილს "წესიერად მოიქეცი"

რატომ არ უნდა უთხრათ შვილს „კარგად მოიქეცი!“

შესაძლოა, ამ გამოთქმას ვიყენებთ, როცა ყოველდღიურ სიტუაციებში გვჭირდება ბავშვების ყურადღების მიქცევა. როდესაც ვამბობთ ამ ფრაზას, საკითხავია სად არის ზღვარი, იქცევა ბავშვი კარგად თუ ცუდად. უბრალოდ, ხშირად ხდება, რომ არასწორი ქცევა გამოწვეულია დაღლილობის, შიმშილის, მოწყენის და სხვა მიზეზების გამო. ამით ვგულისხმობთ იმას, რომ მშობლების მოთხოვნა არ არის ნათელი და კონკრეტული.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბავშვის დასახმარებლად?

ბავშვების აღზრდისას ყველაზე მიზანშეწონილი და სწორია იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სხვადასხვა სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდებიან. იქნება სკოლაში, საავადმყოფოსა თუ სხვა ადგილებში. აუცილებელია მათ იცოდნენ სად მიდიხართ, რატომ და როგორ არის საჭირო სხვა ადამიანებთან ყოფნა, სწორი მოქცევა.

როგორ შეგიძლიათ ეს გადმოსცეთ?

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ ზოგადი კონცეფცია - „კარგად მოიქეცი“, მოიყვანეთ მაგალითი: თუ შვილთან ერთად მიდიხართ საყიდლებზე, უნდა შეახსენოთ, რომ მუდმივად თქვენს გვერდით იყოს და დაგეხმაროთ ყიდვაში. ბოლოს კი მიიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ცოტა ხნით თამაშს და გართობას შეძლებს. მაგალითისთვის კიდევ ერთი სიტუაციაა სკოლა. უთხარით, რომ გაკვეთილზე მან ყურადღება უნდა მიაქციოს ყველაფერს, რასაც მასწავლებელი ასწავლის, მაგრამ შესვენების დროს შეუძლია გაერთოს და კარგი დრო გაატაროს თანაკლასელებთან ერთად.

წყარო: sharingideas.me