როგორი იქნება შავი კურდღლის წელი სხვადასხვა ნიშნისთვის და რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ - rogor.ge

როგორი იქნება შავი კურდღლის წელი სხვადასხვა ნიშნისთვის და რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

ჩინურ ჰოროსკოპში კურდღელი მეოთხე, იღბლიან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩინური კალენდარი განსხვავებულია და ახალი წელი ამ კალენდრის მიხედვით პირველ იანვარს კი არა, 21 იანვრიდან 21 თებერვლის მონაკვეთში აღინიშნება. 2023 წელი კი 22 იანვარს დადგება და 2024 წლის 9 თებერვალს დასრულდება.

გასათვალისწინებელია, რომ კურდღელს საკუთარი ბუდე, სიმშვიდე უყვარს. ამიტომაც, ჯობს 2022 წლის დასრულებამდე სახლის საქმეები მოაგვაროთ და ისე შეხვდეთ ახალ წელს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კურდღლის წლისთვის წინასწარ მოვემზადოთ, ვალები დავფაროთ, სხვადასხვა ვალდებულება შევასრულოთ, გადავიხადოთ გადასახადები, მოვაწესრიგოთ დოკუმენტები და ძველი კონფლიქტები მოვაგვაროთ.

კურდღელი ასტროლოგიაში შესანიშნავ დიპლომატად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ დრო ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაუთმოთ. წლის განმავლობაში კურდღლის დიპლომატიური მიდგომისა და სიმშვიდის გამო ბევრი კონფლიქტის თავიდან არიდება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნეგატიურ განწყობებს არ დაემორჩილოთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეთ. ასტროლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი საკმაოდ შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება, ამ წელს განსაკუთრებულ კარიერულ წინსვლას არ უნდა ველოდოთ. ეს ცხოველი ძალიან კარგად აკეთებს უკვე არსებულ და ნაცნობ საქმეებს, მაგრამ ნოვატორობით არ გამოირჩევა.

კურდღელს არ უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. საკმაოდ გონიერი და მოწესრიგებული ცხოველია, ამიტომაც ამ წელს შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ ახალი ცოდნა მიიღოთ, პროფესიულად განვითარდეთ. ასტროლოგების თქმით, კურდღლის წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებული იქნება იმ ხალხისთვის, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ და უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ მათთან. ასეთები არიან მაგალითად მასწავლებლები, იურისტები, ექიმები და ფსიქოლოგები.

ასევე, შავი კურდღელი ახალი ნაცნობებისა და მეგობრების აღმოჩენის თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერ წელს გვპირდება, რომელიც მომავალში უფრო სერიოზულ კავშირად გადაიქცევა. შესაძლოა, ამ წელს მოულოდნელად ძველი მეგობრებიც გამოჩნდნენ, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო წლებში არც ისე კარგი დამოკიდებულება გქონდათ. ახლა თბილი ურთიერთობების აღდგენას მოახერხებთ. ასტროლოგები მოზარდების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგანაც არსებობს რისკები, რომ ისინი ცუდ წრეში მოხვდნენ, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცნენ. წაიკითხეთ ვრცლად