როგორ გავიგოთ ბეჭდის ზომა ძაფით
აიღეთ ძაფი, ფრთხილად შემოახვიეთ 5 ბრუნი თითზე, რომლის ზომაც გაინტერესებთ (5-ვე ბრუნის "მოხვევის" სიგანე უნდა იყოს დაახლოებით 3-6 მმ). თქვენ არ გჭირდებათ ძაფის ძალიან მჭიდროდ დახვევა, მაგრამ ის მყარად უნდა იყოს თითზე შემოხვეული.
თითზე შემოხვევის შემდეგ, ძაფის ორივე ბოლო გადააჯვარედინეთ (თითიდან მოშორების გარეშე) და ამავე დროს გაჭერით ბასრი მაკრატლით. ან უბრალოდ, კალმით ან მარკერით მონიშნეთ ძაფის გადაკვეთის წერტილი, გახსენით ძაფი და გაჭერით მონიშნულ ადგილას.
გაზომეთ სახაზავით, სანტიმეტრით ან მეტრიანით თქვენ მიერ გაჭრილი ძაფის სიგრძე. მიღებული სიგრძე მილიმეტრებში, გაყავით 15,7-ზე. შედეგად მიღებული მნიშვნელობა იქნება ბეჭდის ზომა.
მიღებული ზომა უნდა დაამრგვალოთ ნახევარ მილიმეტრამდე. მაგალითად, თუ მიიღეთ 17.1, დაამრგვალეთ - 17.5-მდე.