როგორ დავიცვათ თავი არაკეთილისმსურველებისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი არაკეთილისმსურველებისგან

 

"ვინტილიატორი" გაანალიზეთ თქვენი რეაქცია. გაიხსენეთ, თუ რომელ ქცევებზე და სიტყვებზე გაქვთ ყველაზე ცუდი დამოკიდებულება, დააკვირდით თუ რა მოქმედებს ყველაზე მტკივნეულად თქვენზე. აზრობრივად წამოიდგინეთ ეგ მომენტი. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენი ნერვების მომშლელის წინ, რომელსაც არ ერიდება იმის გამოხატვა რასაც გრძნობს, ცდილობს დაგამციროთ და "დაგგრუზოთ". წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შორის დგას მძლავრი ვინტილიატორი (მიმართული არაკეთილისმსურველისაკენ), რომელიც იქვე ისხლიტავს თქვენს მიმართ გამოსრილოლ ისრებსა და ყვეალფერ ნეგატიურს. ასე გამოდის, რომ ყველა ცინიკური, შეურაცხმყოფელი და "იაზვური" ფრაზა ვერ აღწევს თავის მიზანს.

 

"დისნეილენდი" წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები არიან ბავშვები, სისულელეა მათზე წყენის გულში ჩადება და სერიოზულად დაფიქრება მათ საქციელებზე. ისინი ბრაზობენ, ყველანაირად გამოხატავენ თავის წყენას და ემოციებს, კარპიზებს, ძირს ყრიან ნივთებს, აბაკუნებენ ფეხებს და ასე შემდეგ, როგორც ჩვევიათ ბავშვებს. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ზრდასრული უფროსი ადამიანი ამ საბავშვო ბაღში. ასე, რომ თქვენ უბრალოდ მიეცით მათ საშუალება ითამაშონ, დაიღალონ, გამოიფიტონ ემოციებისგან. ნუ მიაქცევთ მათ ნათქვამ სიტყვებს ყურადღებას.

 

"აბსურდის თეატრი" გამოიყენეთ ფსიქოლოგიური თავდაცვის შემდეგი მეთოდი როგორიცაა ამა თუ იმ სიტუციის აბსურდამდე მიყვანა. თუ ვინმე რამე ნამიოკს გიკეთებთ რამე არასასიამოვნოზე - იმოქმედეთ, აყევით მას და განავრცეთ მისი ნათქვამი; ანუ თუ ვინმემ რამე არასასიამოვნო გითხრათ ან დაიწყო ნამიოკებით ლაპარაკი, დაიჭირეთ ის სიტყვაზე, განავრცეთ ეგ, გააფართოვეთ ფანტაზია და აბსურდამდე დაიყვანეთ მისი ნათქვამი ფრაზა და წინადადება. გავრცეთ და ლოგიკური აზრი წაუშალეთ მის ნათქვამს. თქვენი მიზანია, რომ ასეთი თავდასახმები თქვენს წინაშე ჩანდეს როგორც სასაცილო და აზრმოკლებული. არაფერს არ უნდა უწვევდეს გარდა სიცილისა და დაცინვისა, გამოცალეთ ყოველგვარი სერიოზულობა მათ ნათქვამს.

 

"აკვარიუმი" წარმოიდგინეთ ძალიან სქელი გაუმტარი შუშა. მის იქით არის წყალი და თქვენი ნერვების მომშლელი. ის აღგზნებულია და სურს, რომ თქვენ მოექცეთ მის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. თქვენ მისი არ გესმით უბრალოდ მიმიკებით და ემოციებით ხვდებით თუ რა უნდა მას და რას განიცდის. ყველა მისი სიტყვა იკარგება წყალში და გარდაიქმება წყლის ბუშტუკად. ასე გამოდის, რომ თქვენ სარეაგირებელი არაფერზე გაქვთ. თქვენ აკონტროლებთ თავს და გამოდიხართ სიტუაციიდან გამარჯვებული.

 

ყველაფერი მიიღეთ იუმორით. სიცილი არის ყველაზე ეფექტური საშუალება იაზვური კრიტიკის წინააღმდეგ. გონებამახვილური პასუხი არა მხოლოდ დაამუნჯებს ნერვების მომშლელს, არამედ თქვენც გაგამხიარულებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.