როგორ შევაყვაროთ ძაღლს თავი - rogor.ge

როგორ შევაყვაროთ ძაღლს თავი

აჩვენეთ ძაღლის სიყვარული. თქვენ არ გჭირდებათ გამოყოთ განსაზღვრული სათამაშო დრო. რეგულარული ფიზიკური კონტაქტი აცნობებს თქვენს ძაღლს, რომ გიყვართ და ზრუნავთ მასზე. თქვენ ალბათ შეძლებთ თქვათ, რომ თქვენს ძაღლს უყვარს ეს პატარა ურთიერთობა.

1-1666676216.png

გაიგეთ რისი კეთება უყვარს თქვენს ძაღლს. მას შემდეგ რაც გაიგებთ რა სურს თქვენს ძაღლს, შეგიძლიათ უფრო ადვილად უპასუხოთ მის საჭიროებებს. ძაღლს ნება დართეთ აკეთოს ის, რისი კეთებაც მას სიამოვნებს, ასევე გააუმჯობესებს მის თვითშეფასებას.

მიეცით თქვენს ძაღლს სათამაშოები. ჩვევად უნდა გქონდეთ ძაღლთან რეგულარულად თამაში. თუ დაიღალეთ თქვენი ჩვეული თამაშის თამაშით, იყიდეთ ახალი სახალისო სათამაშოები. ყოველთვის აირჩიეთ შესაბამისი ზომის სათამაშოები. თუ სათამაშოები ძალიან პატარაა შეიძლება გადაეყლაპოს. თუ სათამაშოები ძალიან დიდია, ძაღლს შეიძლება გაუჭირდეს მათთან თამაში.რეგულარულად შეამოწმეთ სათამაშოები, რათა უსაფრთხოდ იყოს თქვენი ძაღლი.

3-1666676242.png

ხშირად ასეირნეთ. ძაღლებს სიამოვნებთ გარემოს დათვალიერება და თქვენთან ყოფნა. გაისეირნეთ თქვენი ძაღლი დღეში ორ-სამჯერ. თუ თქვენს ძაღლს ურჩევნია პარკში თამაში ან სირბილი, წაიყვანეთ იქ სათამაშოდ.

გყავდეთ ძაღლი თქვენთან ახლოს. ძაღლებს სიამოვნებთ დროის გატარება პატრონებთან ახლოს, ასე რომ ნება მიეცით თქვენი ძაღლი იყოს თქვენი კომპანიონი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ძაღლს მთელი დღის განმავლობაში და მიეცით საშუალება იყოს თქვენს გარშემო. თქვენს გვერდით ყოფნა თქვენს ძაღლს თავს დაცულად და კმაყოფილად აგრძნობინებს. თუ ძაღლები არ გრძნობენ თქვენგან ყურადღებას, შესაძლოა თავი მიტოვებულად იგრძნონ.

წაიყვანეთ თქვენი ძაღლი მოგზაურობაში. წაიყვანეთ თქვენი ძაღლი ახალი ადგილების, ხალხის ან სხვა ძაღლების გასაცნობად. შეარჩიეთ ძაღლებისთვის შესაფერისი ადგილები, როგორიცაა სანაპირო, ტბა, ძაღლების პარკები, ტყეები ან ძაღლების გამოფენები. თქვენს ძაღლს მოეწონება თქვენთან ერთად სიახლეების ნახვა.იფიქრეთ მანქანაში ფურცლის დადებაზე, რათა თქვენი ძაღლი კომფორტულად იყოს, თქვენი სავარძლები კი სუფთა.

6-1666676269.png

წყარო: wikihow.com