როგორ დავიყენოთ სექსუალური ხმა - rogor.ge

როგორ დავიყენოთ სექსუალური ხმა

როგორ დავიყენოთ სექსუალური ხმა?

ჩაიწერეთ თქვენი ხმა დიქტოფონზე. შემდეგ მოუსმინეთ და კრიტიკულად შეაფასეთ რამდენად სექსუალურია. ლამაზი ხმის შემუშავებისთვის უმნიშვნელოვანესია სწორად სუნთქვა. თუ ღრმად ისუნთქებთ, თქვენი საუბრის მანერა აუჩქარებელი და გაწონასწორებული იქნება. ლაპარაკისას ნელ-ნელა გამოუშვით ჰაერი. ტექსტები ხშირად წაიკითხეთ ხმამაღლა და დინჯად. ეს დაგეხმარებათ საჭირო ინტონაციის ,,დაჭერაში." გადამეტებულად ხმამაღალი საუბარი ოდნავაც არ არის ინტიმური.

პრაქტიკული სავარჯიშოები:

ხელისგულები გაღებული პირის წინ დაიჭირეთ და სცადეთ მათი გათბობა. რაც უფრო მხურვალე ჰაერს გამოუშვებთ, ხორხი მით უფრო მეტად გაიღება და რეზონატორები ორმაგად დაიტვირთება. ეს პროცედურა ხმის ტემბრს სიღრმეს შესძენს. არ ისუნთქოთ ხმამაღლა.

ამის შემდეგ დაიწყეთ ჯერ ხმამაღალ ტებრში შემდეგ კი ხმადაბლა ასოების, მარცვლებისა და სიტყვების გამოთქმა.

სავარჯიშოს დღეში 10-15 წუთი დაუთმეთ.

გაასუფთავეთ ლექსიკონი. ჟარგონი და უხამსი გამოთქმები ქალს სექსუალურს არ ხდის.

წყარო: beaumonde.ge