როგორ გავათბოთ სააგარაკე სახლი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე - rogor.ge

როგორ გავათბოთ სააგარაკე სახლი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე

შეშის ღუმელის გაგონებაზე ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ ძველი სოფლის სახლი, გვერდით მჯდომი ადამიანი, რომელიც შეშას უკეთებს, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს. დიახ, იმ დროს, როდესაც არც გაზი იყო და არც ელექტროენერგია იმისთვის, რომ ადამიანი არ გაყინულიყო, მოიგონეს შეშის ღუმრლი, რომ სახლის ერთი ოთახი მაინც გაეთბოთ.

შეშის ღუმელის უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ მას შეუძლია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში გაათბოს შენობაში ჰაერი. თუ აგარაკზე მხოლოდ ზაფხულს ატარებთ, შემოდგომაზე და ზამთარში კი მხოლოდ რამდენიმე დღით ჩადიხართ, შეშის ღუმელი ყველაზე კარგი ვარიანტია. ასეთი ღუმელის მრავალი დიზაინი არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ის თანამედროვე ინტერიერთანაც ადაპტირდეს და ვიზუალიც შესანიშნავი ჰქონდეს.

იხილეთ ვრცლად