როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე

კბილების გასუფთავება

კბილები დღეში ორჯერ: ნასაუზმევს და საღამოს უნდა გაიხეხოთ. თუმცა გახეხვასაც აქვს თავისი წესები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. ჯაგრისი უნდა ამოძრაოთ წრიულად, რომ კბილის ემალი არ დააზიანოთ. აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება.

სასურველია, თუ ყოველი კვების შემდეგ კბილებს საღეჭი რეზინით გაისუფთავებთ. თუმცა ყველა საღეჭი რეზინი არ არის ამ დროს ეფექტური, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ქსილიტები - ნივთიერება, რომელიც კბილებს კარიესისგან იცავს.

კბილის პასტა

თეთრი კბილების შენარჩუნების პროცესში დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კბილის პასტას. რეკომენდებულია, რომ კბილის პასტა შეიცავდეს ფტორს, მაგრამ მასზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფტორის რაოდენობა. ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი 500 პპმ (0.05%) და მოზრდილებისთვის 1500 პპმ (0.15%) უნდა იყოს.

კბილის პასტის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ აბრაზივის ანუ წმენდის მაჩვენებელსაც. ეს არის კომპონენტი, რომელიც კბილის ზედაპირს ნადებს აცილებს. აბრაზიულობის ინდექსი აღინიშნება როგორც – RDA, მისი ოპტიმალური მაჩვენებელია 75 RDA, საბავშვო კბილის პასტებში არის დაახლოებით – 25 RDA. ხოლო მათეთრებელ კბილის პასტებში შეიძლება იყოს 150 RDA. მაღალი აბრაზიულობის გამო მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენება კვირაში 1-2-ჯერაა რეკომენდებული. გაგრძელება