როგორ გავუმკლავდეთ თანატოლების მხრიდან ზეწოლას - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ თანატოლების მხრიდან ზეწოლას

თქვით "არა". თანატოლების ზეწოლაზე რეაგირების ყველაზე ძირითადი გზა უბრალოდ „არა“-ს თქმაა. ამგვარი პასუსხი ერთგვარი მესიჯია, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული. იყავით მტკიცე და დაამყარეთ თვალის კონტაქტი. ეს აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ მზად კომპრომისზე წასვლისთვის. უარის თქმის უამრავი გზა არსებობს.

1-1666550679.png

შეცვალეთ თემა, თუ არასასიამოვნოა კითხვებზე პასუხის გაცემა. შეკითხვის თავიდან აცილება მიუთითებს, რომ არ გსურთ პასუხის გაცემა. ამან შესაძლოა შემდგომში ზეწოლა გამოიწვიოს. თუმცა, თემის შეცვლა მაინც მოგცემთ გარკვეულ დროს, სანამ არ იგრძნობთ მზადყოფნას უპასუხოთ (ან საერთოდ არ უპასუხოთ). შეცვალეთ თემა და თქვით: "გსურთ ჩემთან ერთად უყუროთ ამ ფილმს? მე ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ მარტო ყურება არ მსიამოვნებს."თუ ვინმე წვეულებაზე გიბიძგებთ დალევაზე, სცადეთ ჰკითხოთ " რას ფიქრობთ დიჯეის შესახებ?"

2-1666550700.png

ეძებეთ წასვლის საბაბი. ეს შესანიშნავი ვარიანტია, თუ თავს მორცხვად ან შეშინებულად გრძნობთ, ან თუ არ გსურთ უხეში გახდეთ. მოიძიეთ რაიმე საბაბი, მოიხადეთ ბოდიში და რაც შეიძლება მალე მოშორდით სიტუაციას. მაგალითად: შეგიძლიათ თქვათ "ოჰ, უბრალოდ დამავიწყდა, მათემატიკის გამოცდისთვის უნდა მესწავლა" ან "ო, ღმერთო ჩემო! უბრალოდ დამავიწყდა, რომ მეგობარს უნდა შევხვედროდი იმ ჯგუფური პროექტისთვის!" როცა ტელეფონი დარეკავს, აიღეთ, ცოტა ისაუბრეთ და მერე თქვით, რომ უნდა წახვიდეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი საბაბი დამაჯერებელია. არ ახსენოთ, რომ დას უნდა ელაპარაკოთ, თუ და არ გყავთ.

3-1666550714.png

მიიღეთ საკუთარი გადაწყვეტილებები. გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ და მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეიძლება გთხოვოთ, გააკეთოთ ის, რაც დისკომფორტს შეგიქმნით, გაითვალისწინეთ ნებისმიერი უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება მოხდეს.თუ გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "ეს ჩემთვის კარგია? ეს რაღაც პოზიტიურს შემატებს ჩემს ცხოვრებას?" ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმის საფუძველზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენთვის, ან რისი გაკეთება სურთ.

4-1666550726.png

აირჩიეთ პოზიტიური მეგობრები. როდესაც საქმე ეხება თანატოლების ზეწოლას, დაიწყეთ მეგობრების არჩევით, რომლებიც არ გაიძულებენ თქვენს შეცვლას ან იმის კეთებას, რაც არ გსიამოვნებთ. მეგობრებმა უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ, შენი შეცვლის სურვილის გარეშე. შეარჩიეთ მეგობრები იმიტომ, რომ მოგწონთ და არა იმიტომ, რომ ისინი "მაგრები" ან პოპულარული არიან. მათ უნდა იზრუნონ შენზე. შეეცადეთ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ვინმე კითხულობს წიგნს, რომელიც მოგწონთ, გაესაუბრეთ მას წიგნის შესახებ და გაეცანით მათ.

5-1666550743.png

წყარო: wikihow.com