სწორი კვება: როგორ დავიწყოთ თავიდან?
იპოვეთ მიზეზი
ზედმეტ წონას, დიდი ალბათობით, ერთ დღეში ვერ მოიმატებდით. დაფიქრდით, რა გახდა თქვენი მომატებული კილოგრამების მიზეზი: სტრესი, ორსულობა, კვების რეჟიმის შეცვლა თუ სხვა რამ? თუკი ავადმყოფობა ან ჰორმონებია პრობლემა, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ; თუკი სტრესმა განაპირობა - ფსიქოლოგს, ხოლო თუკი ფასტფუდმა, მაშინ შეგიძლიათ თავად მოაგვაროთ პრობლემა!
შეადგინეთ კალენდარი
დაწერეთ, კვირის განმავლობაში რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ. ასევე მიუთითეთ სხეულის გარშემოწერილობის, წელის ზომები. 3-7 კგ თვეში ნორმალურია, რა თქმა უნდა, წონის მიხედვით. ხომ არ გსურთ უცებ დაკლება და შემდეგ მომატება? ამიტომ არ იჩქაროთ.
გააანალიზეთ და დაარეგულირეთ კვება
დაივიწყეთ სიტყვა დიეტა, შიმშილი, ექვსი საათის შემდეგ საკვებზე უარი, წიწიბურაზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში, ერთი ვაშლი და ნახშირწყლების დიეტაზე ყოფნა. შეადგინეთ მენიუ რამდენიმე დღეზე. იყიდეთ პროდუქტები და მოამზადეთ კერძები წინასწარ. თუკი არ გინდათ ეს ვარიანტი, მაშინ შეარჩიეთ ისეთი კაფე-ბარი, სადაც შესაფერის საკვებს მიირთმევთ. უნდა იკვებოთ დღეში 4-5-ჯერ და დალიოთ ბევრი წყალი. უეცარი ქმედებები გამორიცხეთ! თუკი გუშინ კრუასანით დაიწყეთ და ბურგერით დაასრულეთ, მეორე დღეს ორთქლზე მომზადებული თევზი ცუდი იდეაა. მოაცილეთ სახლიდან მავნე პროდუქტები და შემდეგ დაიწყეთ ყოველდღიური, თქვენი შესაფერისი კალორაჟის მირთმევა. გაგრძელება