როგორ უნდა ვუმკურნალოთ აკნეს? - კოსმეტოლოგი ნინო წამალაიძე
რა იწვევს სახეზე გამონაყარს?
- აკნე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, გარდატეხის ასაკმა, ნივთიერებათა ცვლის მოშლამ, შეკრულობამ… აკნეს პათოლოგიური გამონაყარის უამრავი მიზეზი არსებობს.
ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარს არ სჭირდება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და თვლიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა აღმოიფხვრება. ეს მითია თუ რეალობა?
- დიახ, ნამდვილად რეალობაა. კოსმეტოლოგთან ვიზიტი გარდატეხის ასაკში გართულებული აკნეს ფორმების დროს კატეგორიულად დაუშვებელია. პირველ რიგში, პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ მედიკამენტოზურად, რომ ჩირქოვანი ელემენტები ალაგდეს და შემდეგ გაიწმინდოს კანი. პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ შინაგანად და გარეგანად -პერორალურად აბების სახით და გარეგანად ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიალური მალამოების სახით.
როგორ უნდა შევადგინოთ კვების რაციონი აკნეს თავიდან ასაცილებლად?
- თუ დადგინდა, რომ პრობლემა კვებაშია, უნდა აღმოიფხვრას გამაღიზიანებელი ფაქტორები, როგორებიცაა შემწვარი, მწარე, მჟავე, ცხარე საკვების ამოღება რაციონიდან. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, მნიშვნელოვანია სწორი რაციონის შერჩევა, ხორცის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მიღება აქტიურად.
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სახის ღრმა წმენდა ზაფხულში არ არის რეკომენდებული. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება რეალობას? და თუ ასეა, რატომ?
- რეალობას შეესაბამება, ნამდვილად, იმიტომ, რომ ზაფხულის პერიოდში აქტიურად გამოიყოფა ცხიმი. შესაბამისად, ღრმა წმენდა და თუნდაც სხვა სახის აპარატურული ჩარევა არა არის სასურველი. იმის გამო, სახის წმენდის შემდეგ ისინი არ არიან დაცულები და შესაძლებელია რეგენერაციის პროცესები სწორად არ წარიმართოს, ამიტომ ზაფხულის პერიოდში სასურველია, სახის გაწმენდას თავი ავარიდოთ. გაგრძელება