რა იწვევს პირის სიმშრალეს და როგორ მოვიქცეთ
პირის სიმშრალეზე მიუთითებს:
- პირის ღრუში წებოვნებისა და სიმშრალის შეგრძნება;
- ყლაპვის გაძნელება;
- ენის წვის შეგრძნება;
- ყელის სიმშრალის შეგრძნება;
- გემოს შეგრძნების დაქვეითება ან ლითონის გემო პირში;
- სტომატიტი;
- სუნთქვის გაძნელება;
- ღეჭვისა და საუბრის გაძნელება;
- წყურვილის მუდმივი შეგრძნება;
- პირის ღრუს ლორწოვან გარსზე - წყლულების, ხოლო ტუჩებზე ნახეთქების გაჩენა;
- ხმის ჩახლეჩა;
- პირიდან უსიამოვნო სუნი.
პირის სიმშრალის მკურნალობის ერთადერთი გზაა მისი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
თუ პირის სიმშრალე წამლებმა გამოიწვია, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს წამალი ან დოზა.
თუ სანერწყვე ჯირკვლები არასწორად ფუნქციობს, მაგრამ ჯერ კიდევ გამოიმუშავებს ნერწყვს, მაშინ ექიმი თერაპევტი ან სტომატოლოგი დაგინიშნავთ წამალს, რომელიც ჯირკვლების მუშაობას გააუმჯობესებს.
თუ პირის ღრუს სიმშრალის მიზეზის აღმოფხვრა სწრაფად ვერ ხერხდება, პირის ღრუს ლორწოვანის ტენიანობა ხელოვნური საშუალებებით უნდა აღდგეს, თუნდაც ნერწყვის შემცვლელით. შესაძლოა, სავლებმა ელექსირმაც შეამციროს პირის სიმშრალე. გაგრძელება