Digital-დეტოქსი: როგორ და რატომ უნდა დავისვენოთ სოციალური ქსელებისგან - rogor.ge

Digital-დეტოქსი: როგორ და რატომ უნდა დავისვენოთ სოციალური ქსელებისგან

საერთოდ რატომ უნდა დავისვენოთ სოციალური ქსელებისგან?

რათა სიახლე აღმოაჩინოთ საკუთარ ცხოვრებაში. როგორც წესი, დღის ნახევარს სოციალურ ქსელში ყოფნას ანდომებთ. რისთვის? სამუშაოსგან რომ განიტვირთოთ, მეგობრებს შეეხმიანოთ? ახალი ისწავლოთ? თუ სხვათა ცხოვრებას რომ ადევნოთ თვალი?..

ყური დაუგდეთ საკუთარ თავს

მარტივი სათქმელია - გამოდი სოციალური ქსელებიდან. მათზე ისე ვართ მიჯაჭვულები, როგორც ნარკომანები წამალს. ეცადეთ, მცირედით დაიწყოთ. დაინიშნეთ დრო, სანამ რომელიმე სოციალურ ქსელს გახსნით. ახლა აღნიშნეთ რა გრძნობა გიჩნდებათ: მოწყენილობა? შური? გაღიზიანება? თანაგრძნობა? თუ მხოლოდ პოზიტივი მოდის? თუ კონკრეტული ადამიანებისგან მხოლოდ ნეგატივი მოდის, დაბლოკეთ ისინი. შეამცირეთ სოციალურ ქსელში ყოფნის დრო.

იპოვეთ ალტერნატივა

დაფიქრდით, რამდენ საათს ატარებთ სოციალურ ქსელში. ახლა გაანალიზეთ, რამდენი სასარგებლო საქმე შეგეძლოთ გაგაკეთებინათ ამ დროის განმავლობაში. იქნებ, ხატვა ჯობია, უცხო სიტყვების სწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

დაუბრუნდით საკუთარ თავს

რაც უფრო მეტ დრო გაატარებთ სოციალურ ქსელში, მით ჩამოშორდებით რეალურ ცხოვრებას. გადადეთ ცოტა ხნით ტელეფონი და მიმოიხედეთ. გარშემო უამრავი საინტერესო ხდება. ეცადეთ, ერთი დღე მაინც გაძლოთ სოციალური ქსელების გარეშე. ამ დროს კი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ, დაისვენოთ. განაგრძეთ კითხვა