როგორი იქნება 2023 კურდღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - rogor.ge

როგორი იქნება 2023 კურდღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ოჯახი და სიყვარული

მშვიდი კურდღლის ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. პარტნიორებს შორის მოიმატებს ურთიერთგაგება, რომანტიკა, ჰარმონია ურთიერთობაში. საუკეთესო წელია ქორწინებისთვის. აგრეთვე საოჯახო ბიზნესის დასაწყებად, არსებულის გასაფართოებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ის, რასაც შეყვარებული წყვილები ჩაიფიქრებენ, აუსრულდებათ. ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ სირთულეების გადალახვას. იყავით მომართული პოზიტიური ემოციების გამოვლენაზე, უმეტესობას მოუნდება იდეალური ოჯახური ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოფენა. მთავარია, გულწრფელი იყოთ საკუთარი თავის და პარტნიორის მიმართ. შეხმატკბილებულად თანაარსებობდეთ. გაუმჯობესდება ის ურთიერთობებიც კი, სადაც გრძნობები მინავლებული იყო. უფრო მეტიც, მიხვდებით, რა გჭირდებათ ჰარმონიული თანაარსებობისთვის და სასიყვარული ისტორიის უკეთესად გაგრძლებისთვის.

კარიერა და ბიზნესი

კურდღლის წელი კომერსანტებს წარმატების მიღწევის უამრავ შანსს გპირდებათ, მთავარია, მხართეძოზე წამოწოლა არ გააგრძელოთ და აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში. იყავით დაკვირვებული, რომ კარგი შანსები არ გაუშვათ ხელიდან. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თქვენს საქმეს სხვა გააკეთებს. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საქმიანი ურთიერთობები გაუმჯობესება, თუ პარტნიორი საიმედო იქნება. ნუ შეგეშინდებათ სარისკო და მასშტაბურ პროექტებთან შეჭიდება, გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სასურველია, თითოეული მომდევნო ნაბიჯი გათვლილი, საქმეები კი დეტალურად გაანალიზებული გქონდეთ. მიაქციეთ ყურადღება ისეთ სფეროებს როგორებიცაა: მოდის ინდუსტრია, საოჯახო ბიზნესი, თანამედროვე ტექნოლოგიები, შემოქმედება. უმჯობესი იქნება კოლექტივში, ერთგული პარტნიორის გვერდით მუშაობა, ვიდრე დამოუკიდებლად.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის:

კატა/კურდღელი

მცირე უსიამოვნებების გამო ნერვიულობა არ მოგიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი (კატა) თქვენი წლის მმართველის წელია, წარმატებისთვის გარჯა მოგიწევთ. მოგინდებათ განახლება, ძალების ახალ სფეროში მოსინჯვა. დაფიქრებულად და გააზრებულად იმოქმედეთ და ყველა მიზანს განახორციელებთ. იანვრიდან შუა ზაფხულამდე მიიღებთ პერსპექტიულ შემოთავაზებებს. ეს შეეხება სამსახურსაც, მივლინებასაც, საქმიან ნაცნობობასაც და მატერიალურ მდგომარეობასაც. საუკეთესო წელია პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. შეყვარებულები გადაწყვეტენ დაქორწინებას, წარმატება გელოდებათ ფინანსურ თემაში, დაიბრუნებთ ვალებს, მიიღებთ დივიდენდებს. გახშირდება გადაადგილება, მივლინება და მოგზაურობა.

ვირთხა

პირადი ცხოვრების ან სამსახურის გამო ნერვიულობა არ გელოდებათ. 2023 წელი საკმარისად მშვიდი, ჰარმონიული გექნებათ და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლადაც დაგრჩებათ დრო. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ნუ ეცდებით ერთდროულად ყველა საქმის შესრულებას და ყველა პროექტში ჩართვას, იყავით თანამიმდევრული და რაც მთავარია, არ გაამხილოთ იდეები, მიზნები და სურვილები, სანამ არ განახორციელებთ. მოიმატებს კონკურენცია და მოშურნეებიც გამოგიჩნდებიან. მართალია, თქვენში სიბრძნე უფრო მეტია, ვიდრე აზარტულობა, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ უსიამოვნებებს დიპლომატიურად დააღწიოთ თავი. ივლისი-დეკემბრის შუალედში იყავით დაკვირვებული, უსიამოვნებები მოსალოდნელია საქმიან სფეროსა და ოჯახურ ურთიერთობაში. თუმცა, წლის ბოლოსთვის ყველაფერი დარეგულირდება.

ხარი

წარმატებული და იღბლიანი წელი გელოდებათ. ნაყოფიერი - შემოქმედებით ნიშნებისთვის. იანვარ-ივლისში უამრავ მსხვილ და საინტერესო პროექტს განახორციელებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და საქმიან პროექტებთან. მოერიდეთ კამათს, სირთულეებს. ეს დაგეხმარებათ, მიაღწიოთ იმ სიმაღლეებს, რისკენაც ისწრაფვით. საუკეთესო იქნება, თუ მიუბრუნდებით გადადებულ პროექტებს, პრობლემებს და დაასრულებთ, სწორედ ისინი მოგიტანთ წარმატებას წლის მეორე ნახევარში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უფრო მეტიც, ფულის ხარჯვაში, სასურველი ნივთების შეძენაში შეფერხება არ გექნებათ. მთავარია, დროულად დააბრუნოთ ვალები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან - ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. განაგრძეთ კითხვა