როგორ დავიცხროთ ცხვირის შეშუპება - rogor.ge

როგორ დავიცხროთ ცხვირის შეშუპება

გაისუფთავე ცხვირი. აიღეთ ხელსახოცი, თითი მიიჭირეთ ერთ ნესტოზე და მოიხოცეთ, რომ სწრაფად იგრძნოთ შვება. უბრალოდ არ გააკეთოთ ეს ძალიან ძლიერად, რადგან შეიძლება ინფქცია შეგეჭრათ. თუ თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ ბავშვს, გამოიყენეთ შპრიცი ლორწოს გამოსაწოვად.

1-1665636783.png

დაიდეთ ცხვირზე თბილი კომპრესი. თბილი კომპრესი ხსნის სინუსურ წნევას ლორწოს დაშლით. დაასველეთ პირსახოცი თბილი წყლით და გაწურეთ. უბრალოდ დადეთ კომპრესი ცხვირსა და შუბლზე და დატოვეთ რამდენიმე წუთი. ამის შემდეგ მოიცილეთ ლორწო.

2-1665636796.png

ისუნთქეთ ორთქლით. ორთქლი ხსნის ლორწოს თქვენს ცხვირში. ჩადეთ წყლის თასი მიკროტალღურ ღუმელში და გააცხელეთ. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ნელა შეისუნთქეთ ორთქლი, რომელიც თასიდან ამოდის. მოერიდეთ მდუღარე წყლის ან ცხელი ორთქლის გამოყენებას, რადგან ამან შეიძლება დაგწვათ.

3-1665636810.png

გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში დროებითი გათავისუფლებისთვის. მსუბუქი ვარჯიშები დაგეხმარებათ ცხვირის "გასასვლელების" გახსნაში. სანამ არ გაქვთ სიცხე ან დაღლილობა, სცადეთ მარტივი ვარჯიშები. გაისეირნეთ, ან გააკეთეთ იოგას პოზები, რაც დაგეხმარებათ ცხვირის შეშუპების მოცილებაში. შეამცირეთ თქვენი რეგულარული ვარჯიშის ინტენსივობა, რადგან ამ დროს უფრო ღლით ორგანიზმს და შესაძლოა გამოჯანმრთელებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თუ ვარჯიშის დროს დისკომფორტს იგრძნობთ, დაისვენეთ და მიეცით საკუთარ თავს გარკვეული დრო გამოჯანმრთელებისთვის.

4-1665636823.png

მიიღეთ ცხელი შხაპი. სითბო და ორთქლი გაასუფთავებს ლორწოს გაჭედილი ცხვირიდან. მიიღეთ შხაპი ყველაზე თბილ ტემპერატურაზე, რომლის ატანაც შეგიძლიათ. ჩაისუნთქეთ ღრმად ცხვირით, რათა ორთქლმა მოხსნას შეშუპება.

5-1665636836.png

სცადეთ ცხვირის მარილიანი სპრეი. მარილიანი სპრეი ჩამორეცხავს ზედმეტ ლორწოს, რომელიც ახშობს თქვენს ცხვირს. გამოიყენეთ ცხვირის სპრეი, შეიხრურეთ ერთ ნესტოში და ჩაკეტეთ მეორე თითით. შემდეგ იმავეს აკეთებთ მეორე ნესტოზე. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი მარილიანი ცხვირის სპრეი სახლში 8 სითხის უნცია (240 მლ) ადუღებული წყლით და ¼ ჩაის კოვზი (5,8 გ) ზღვის მარილით.

6-1665636849.png

წყარო: wikihow.com