როგორ მოვუაროთ თმას ორსულობის დროს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თმას ორსულობის დროს

ორსულობა და თმის შეღებვა

ხშირად ორსულობის დროს სპეციალისტები თმის შეღებვას არ გვირჩევენ იმ მოტივით, რომ შეღებვისათვის გამოყენებული ქიმიური ხსნარები თავის თმიან ნაწილზე მოხვედრისას შეიძლება მოხვდეს კანქვეშა სისხლძარღვოვან ქსელში და შემდეგ ნაყოფშიც. თუმცა ძალიან ბევრი ქალი მთელ მსოფლიოში ორსულობისას თმას იღებავს და აჩენს ჯანმრთელ ბავშვს.

ქიმიური ნივთიერებების ნაყოფში მოხვედრის ფაქტი ჰიპოთეზაა. ექიმების მეცნიერული მიდგომა, რომლებიც არ ურჩევენ თმის შეღებვას ორსულობის დროს, ის არის, რომ ორსული გაფრთხილებული იყოს შესაძლო რისკის შესახებ. ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია, თმა არ შევიღებოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების ინტენსიური განვითარება.

რა სიფთხილე უნდა გამოვიჩინოთ შეღებვისას

ზოგჯერ ორსულობისას შეღებვა არ არის დასაშვები. ყველაფერი დამოკიდებულია ორსულის მდგომარეობასა და ორსულობის მიმდინარეობაზე. თუ ქალს აღენიშნება აქტიური ტოქსიკოზი და ქიმიური სუნები მისთვის აუტანელია, შეღებვისაგან თავი უნდა შევიკაოთ.

საღებავის სუნზე გამოხატული რეაქციის არარსებობისას თმის შეღებვა მაინც კარგად განიავებულ ოთახში უნდა მოხდეს.

ორგანიზმში ჰორმონული ძვრების გამო გარკვეული ცვლილებები აღინიშნება თმის სტრუქტურაში და შეღებვის შედეგი შეიძლება გაუთვალისწინებელი აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი მოხდეს, როდესაც ჩვეულ საღებავს ვიყენებთ. ეს ძირითადად ხდება თმის მუქი ტონით შეღებვისას.

თმის გაღიავებისას, მნიშვნელოვანია, დიდხანს არ გავიჩეროთ თავზე საღებავი, რადგანაც ამან შეიძლება წნევის მატება გამოიწვიოს.

თუ მაინც გეშინიათ ორსულობის დროს თმის შეღებვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საღებავები.

თმის დასაბანად მხოლოდ ხარისხიანი შამპუნები უნდა იხმაროთ, თმის მოსავლელად კი მხოლოდ ბუნებრივი და ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი საშუალებები.

ორსულობის დროს ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ. თუმცა ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებში შემავალ ქიმიურ ნაერთებსა და ნაყოფზე უარყოფით ზემოქმედებას შორის კავშირი არ აღმოჩენილა.

ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები იყოფა – კოსმეტიკურად და სამკურნალოდ. თუ პირველი უბრალოდ ნიღბავს პრობლემას, ამცირებს კანის ზედმეტ აქერცვლას თავზე, მეორე – პრობლემის გადაჭრისა და კანის გამოჯანმრთელების გზაა, ანუ შემადგენლობით უფრო ძლიერმოქმედია. განაგრძეთ კითხვა