როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევით გამოწვეულ დისკომფორტს
საჭიროა თუ არა ნაბახუსევზე გამოსვლა მათთვის, ვინც იშვიათად და ცოტას სვამს?
თუ მხოლოდ ნაბახუსევის სინდრომი აღინიშნება, რაც, სამედიცინო თვალთახედვით, სხვა არაფერია, თუ არა გახანგრძლივებული და არამწვავე ხასიათის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოხატულება, მაშინ ალკოჰოლის მინიმალური რაოდენობით შემდგომი მიღება უსარგებლოა. ანესთეზიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის აუცილებელია სისხლში ეთანოლის მკაცრად განსაზღვრული მნიშვნელოვანი დოზა, თუმცა ამის გამო გარკვეული კონცენტრაციით ალკოჰოლის ორგანიზმში შენარჩუნება აზრს მოკლებულია.
სუფრის მსვლელობისა და ძლიერი თრობით გამოწვეული მოუსვენარი ღამის შემდეგ ორგანიზმში ალკოჰოლის იმდენი ტოქსიკური მეტაბოლიტი (უპირველესად - აცეტალდეჰიდი) გროვდება, რომ ალკოჰოლის ახალი დოზა უბრალოდ ვერ შეძლებს, ნარკოტიკული ზემოქმედებით შენიღბოს ამ მოწამვლის კლინიკური ნიშნები.
თავად ალკოჰოლი იქნება დამატებითი ტოქსინი და ტვირთი გაწამებული ღვიძლისთვის. ეთილის სპირტის დაშლა და უვნებელყოფა ძლიერ ვნებს მოწამვლის საწინააღმდეგო მექანიზმებს უჯრედულ დონეზე.
შეიძლება თუ არა ნაბახუსევზე ალკოჰოლის საშუალებით გამოსვლა, თვალნათლივ ჩანს არამსმელი ადამიანის რეაქციაზე: საიდუმლო არ არის, რომ ძლიერი თრობის შემდეგ, დილით, ალკოჰოლის დანახვასა და სუნზე ასეთ ადამიანს გული ერევა, რითაც ორგანიზმი არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რა არის მისთვის ნამდვილი შხამი. წაიკითხეთ ვრცლად