ვინ იპოვის მეორე ნახევარს, ვინ დაოჯახდება: როგორია 2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი - rogor.ge

ვინ იპოვის მეორე ნახევარს, ვინ დაოჯახდება: როგორია 2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

ვერძი

რაზე ოცნებობს შეყვარებული ადამიანი? რომ მის გრძნობები დაფასდეს, სიყვარული ცალმხრივი არ იყოს და პარტნიორმაც გრძნობაზე გრძნობით გიპასუხოთ. სწორედ ეს გსურთ თქვენ, მაგრამ მხოლოდ ბუნებაში მზიანი დღეები არაა ურთიერთობაშიც ხშირად იქნება კონფლიქტები და ცხარე კამათი. ყურადღებით იყავით, რომ ემოციებს აყოლილი მარტო არ დარჩეთ. მარტოხელებმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ და რომანი დაოჯახებულ ადამიანთან გააბათ. თუმცა, მერე ნუ იწუწუნებთ, რომ გამოგიყენეს და თქვენი გრძნობები არაფრად მიიჩნიეს. დაწყვილებულების ცხოვრებაში ვნებები ბობოქრობს. დამშვიდება გმართებთ, სანამ მეუღლეს რამეს ეტყვით. ხშირად უნდა დაუთმოთ და გაუღიმოთ. ხშირად ჩართეთ გონება, მხოლოდ ფეთქებად იმპულსებს ნუ აჰყვებით. ხშირად მოუწყვეთ პაემნები, რომანტიკული სიურპრიზები. ვერძების უმეტესობა 2023 წელს მშობელი გახდება. მშვიდად უნდა განიხილოთ საყიდლებისა და ბავშვების აღზრდის საკითხები. უფრო მეტიც, მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, მათი აღზრდისა და სწავლის საკითხებს. მარტოხელებმა შეადგინეთ იმ ადამიანის პორტრეტი, ვინც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში და რაც მთავარია, გააქტიურდით. საუკეთესო წელია ნიშნობისა და ქორწინებისთვის.

კურო

მარტოხელები გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ, დაწყვილებულებისთვის კი მთავარი ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება იქნება. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა, დაგიცავთ პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან. მარტოხელები უკვე იანვარში მიხვდებით, რომ მოგწყინდათ მარტოობა და გვერდით საიმედო ადამიანი გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ მეგობართან ან ადამიანთან, ვისაც დიდი ხანია იცნობთ, ახლობლობთ. თქვენთვის მთავარია, რომ კავშირი იყოს საიმედო და ხანგრძლივი, იყოთ მატერიალურად უზრუნველყოფილი, და თუ ასეთი ვარიანტი გამოგიჩნდებათ, უარი არ თქვათ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ მოგზაურობისას. დაწყვილებულებმა გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება რომანტიკით. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, იმოგზაურეთ, ერთად მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები და საყოფაცხოვრებო საკითხებიც შეთანხმებულად მოაგვარეთ. არ გირჩევთ მცირე უსიამოვნებების დრამატულად აღქმას. გამორიცხული არაა, ერთად დაიწყოთ ბიზნესი ან ჩაერთოთ საერთო საქმიანობაში.

ტყუპი

შეგეცვლებათ შეხედულებები, წარმოდგენა სიყვარულზეც, რომანტიკზეც, თანაცხოვრებაზეც. მიხვდებით, რომ მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, ინტერესები. ზოგიერთმა შეიძლება ქარაფშუტულ ურთიერთობებს სერიოზული ამჯობინოს. არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე რომანის გაჩაღებას, უმჯობესია, არ დაუახლოვდეთ ადამიანს, სანამ კარგად არ გაიცნობთ. სერიოზული რომანის დაწყება შემოდგომაზე გელოდებათ, მანამდე კი ჩამოყალიბდით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით და თავადაც იმუშავეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ, გამოასწოროთ ყველაფერი ის, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში ან რის გამოც დაგენგრათ ძველი კავშირები. შეყვარებულებმა შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტოთ და ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ნუ იფიქრებთ, ანგარიში გაუწიეთ პარტნიორის გრძნობებს, მოსაზრებებს. დაწყვილებულბმა შეიძლება იკამათოთ ფულის გამო; გახშირებული კამათი კი ჩააქრობს რომანტიკისა და ვნების ცეცხლს. იფიქრეთ ამაზე, ფულით ყველაფერს ვერ იყიდით. თუ საყვარელ ადამიანს არ დაუთმობთ, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.

კირჩხიბი

თუ ყველას ენდობით, იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე იმ შემთხვევაში დაისადგურებს, თუ ინტუიციასაც ენდობით და გააზრებულადაც იმოქმედებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მხოლოდ ახლობლებზე, ყველაზე გადაყოლილი ნუ ხართ. ისწავლეთ ადამიანების გამორჩევა მათი თქვენდამი დამოკიდებულებით. ჯერ ნახეთ ისინი როგორ გექცევიან და მერე იზრუნეთ მათზე. ნუ დაწყვილდებით ადამიანთან, ვინც თქვენგან მხოლოდ სარგებელს ეძებს, დაიტანჯებით. უფრო მეტიც, სისხლით ნათესავებმაც კი შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილი გულით. თუ არსებულ პარტნიორთან დაშორება გადაწყვიტეთ, არ გირჩევთ უსწრაფესად ახალი რომანის გაბმას. ჯერ დაფიქრდით, გაიაზრეთ არსებული შეცდომები და მერე გადაწყვიტეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. დაწყვილებულებისთვის მეტად სასიამოვნო იქნება წლის მეორე ნახევარი. მეუღლესთან ერთად შეძლებთ დიდი ხნის გეგმის, მიზნის რეალიზებას. მარტოხელებს დეკემბერში მოგეცემათ სასურველ ადამიანთან დაწყვილების შესაძლებლობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაზეც ზევით ვწერდი. იყავით აქტიური, გაიცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჭკვიან, გამოცდილ, გულკეთილ და ზრდილობიან ადამიანებს.

ლომი

ცხოვრების ყველა სფერო თავისით მოგვარდება. აი, პირად ცხოვრებას კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თორემ საქმეებს გადაყოლილი რობოტს დაემსგავსებით. ვენერა ხშირად გაგანებივრებთ რომანტიკული შეხვედრებით, ფლირტით. თუ კავშირი უიმედო იქნება, ეცადეთ, გაანალიზოთ მომხდარი და ღირსეულად გამოხვიდეთ სიტუაციიდან. დაქორწინებულებმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქრა ვნება, ჰარმონია. თავისით არაფერი გამოსწორდება და იყავით აქტიური, რომ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მშვიდად დაელაპარაკეთ, განიხილეთ საჭირბოროტო თემები, ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მარტოხელებს ფლირტი, რომანტიკული პაემნები გელოდებათ, მაგრამ თუ თავად არ მოინდომებთ, არაფერი შეიცვლება. ამასთან, არც კი გირჩევთ შეუფერებელ კანდიდატთან დაწყვილებას. წლის ბოლოს უფრო არის შანსი, რომ სასურველ ადამიანს შეხვდეთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ყოფილთან განაახლოთ ურთიერთობა.

ქალწული

პრაქტიკული და ანგარიშიანი იყავით მუშაობისას, პირად გრძნობებში კი ემოციებით იმოქმედეთ. ნუ ხართ ზედმეტად ცივი იმ ადამიანთან, ვისაც თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები გააჩნია. მარტოხელებს საინტერსო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობა განვითარდება თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაწყვილებულებმა მეტად უნდა იზრუნოთ ურთიერთობის დათბობაზე. არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას, უმჯობესია, შენარჩუნება, იზრუნოთ ჰარმონიულობისა და ვნების დაბრუნებაზე. კიდევ ერთი მინიშნება დაქორწინებულ ქალწულებს, არ გირჩევთ საკუთარ ცხოვრებაში უცხოების ჩარევას, ნუ გაამხელთ პირად ცხოვრებას. მარტოხელები საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სწავლის, მოგზაურობის, ინტელექტუალური განვითარების დროს.

წაიკითხეთ ვრცლად