როგორი ხართ სინამდვილეში - გაიგეთ, რაზე მეტყველებს თქვენი სახელი - rogor.ge

როგორი ხართ სინამდვილეში - გაიგეთ, რაზე მეტყველებს თქვენი სახელი

ა- ლიდერი, ინიციატორი, ბავშვობიდან დამოუკიდებელი, აქტიური, ამბიციური.უყვართ ხალხის მართვა სახლშიც, სამსახურშიც, საწოლშიც. არ ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ. უყვართ კომფორტი, ქათინაურები, საჩუქრები. გაურბიან ოჯახურ საქმიანობას. დიასახლისობა მათი მოწოდება არაა.

ბ - საიმედო, ნაზი, მიზანდასახული ადამიანია. ისწრაფის ფინანსური კეთილდღეობისადმი. მუდამ ჰყავს გავლენიანი მფარველი. ამასთანავე, რომანტიკული და მგრძნობიარეა. უყვარს გარშემო მყოფებისთვის ნერვების მოშლა. ექსტრემალური სპორტისადმი აქვს მიდრეკილება. რისკიანია ბიზნესოპერაციებში.

გ - მომხიბვლელი ღიმილის მქონე ქალია. წამში შეუძლია ადამიანისთვის განწყობის ამაღლება. ინტელექტუალია. უყვარს ტვინის, მეხსიერების ვარჯიში. დეტალებისადმი განსაკუთრებულად ყურადღებიანია. ზედმეტად ზიზღიანია. სკურპულოზულობა და პედანტურობა მათ პირად ცხოვრებაზეც აისახება. არ ჩქარობს დაქორწინებას.

დ - პრაგმატული ქალბატონია, რომელიც მიწაზე მყარად დგას. მიზანმიმართულია, მაგრამ სიჯიუტის გამო ხშირად ვერ აღწევს სასურველს. უჭირს შეცდომების აღიარება. პირად ცხოვრებაში ოჯახზეა ორიენტირებული. საყვარელ ადამიანს ხშირად უწყობს სიურპრიზებს; იდეალური პარტნიორია სექსში.

ე - კომუნიკაბელურს (ჭორიკანაც კი) თანამოსაუბრის გარეშე ერთი წუთიც უჭირს გაძლება. მათთვის მარტოობა დამღუპველია. როგორც წესი, რამდენჯერმე თხოვდებიან. საოცარი მიჯაჭვა იციან პარტნიორზე. თუმცა, თავისუფლების მოყვარეები არიან და კონტროლს ვერ აიტანენ.

ვ - კარგად განვითარებული ინტუიცია; მდიდარი ფანტაზია აქვთ. უყვართ მიზნის დასახვა და მის მისაღწევად ბრძოლა. არ შეუძლიათ ტყუილის თქმა, ღალატი. სიყვარულში ვნებიანი და ერთგული პარტნიორები არიან

ზ - მეოცნებე და ფანტაზიორია. ვარდისფერი სათვალით უყურებენ სამყაროს და მუდამ ხალისიანად გამოიყურებიან. არ უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ქათინაურები. ყურადღებით შეჩეული პარტნიორის მიმართ ერთგულები არიან.

თ/ტ - ბავშვობიდან უჭირთ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება. დროდადრო ხვდებიან, რომ ტემპი უნდა შეანელონ, თუ არ სურთ, სადმე გადაიჩეხონ. ხშირად უყვარდებათ "პირველი ნახვით". პირად ცხოვრებაში ვნებიანები და მიზანმიმართულები არიან. არ უყვართ ინტრიგები. სიმართლისა და საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინიათ.

წაიკითხეთ სრულად