როგორ გავწმინდოთ კომპიუტერის მაუსი - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ კომპიუტერის მაუსი

გამოაერთეთ მაუსი კომპიუტერიდან. თუ მაუსი დაკავშირებულია კაბელით, ჯერ კომპიუტერი უნდა გამორთოთ. სადენიანი მაუსები, როგორც წესი, უერთდებიან დესკტოპ კომპიუტერის მონიტორს. თუ მაუსი უკაბელოა, უბრალოდ გამოაერთეთ USB კომპიუტერიდან.

1-1665050080.png

ამოიღეთ ელემენტი. სხვადასხვა ბრენდს ელემენტის განყოფილებები სხვადასხვა ადგილას აქვს. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მაუსის ქვედა ნაწილი. მოძებნეთ პატარა გადამრთველი განყოფილების გასახსნელად და ბატარეების ამოსაღებად. თქვენ უნდა გახსნათ მაუსის ზედა მხარე, რომ გამოჩნდეს ბატარეის განყოფილება. ეს ნაბიჯი ეხება მხოლოდ უკაბელო მაუსებს. თუ თქვენ გაქვთ ტრადიციული მაუსი, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი.

2-1665050094.png

დაასველეთ მიკროფიბერის ქსოვილი. დაასხით მცირე რაოდენობით წყალი ისე, რომ არ იყოს ზედმეტად ტენიანი.

3-1665050109.png

გაასუფთავეთ მაუსი გარედან. გამოიყენეთ დატენიანებული ქსოვილი ჭუჭყის მოსაშორებლად. გაწმინდეთ სხვადასხვა მიმართულებით, სანამ ჭუჭყი არ გაქრება. ეცადეთ, ქსოვილი მოშორებით დაიჭიროთ მაუსის ღიობებიდან.

4-1665050123.png

გააშრეთ მაუსი. გამოიყენეთ მშრალი მიკროფიბერის ქსოვილი, რათა შეიწოვოს დასუფთავების შედეგად დარჩენილი ტენიანობა. ნაზად გაამშრალეთ მანამ, სანამ მაუსის გარე ნაწილი მთლიანად არ გაშრება.

5-1665050135.png

ხელახლა შეაერთეთ მაუსი. დააბრუნეთ უკაბელო მაუსის USB კომპიუტერის პორტში. სადენიანი მაუსისთვის, ხელახლა მიამაგრეთ ის მონიტორზე. ჩართეთ კომპიუტერი და შეამოწმეთ მაუსი, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად დააკავშირეთ იგი.

6-1665050147.png

წყარო: wikihow.com