ამ "შედევრის" ნახვის შემდეგ სხვანაირად აღარ შეწვავთ ქათმის ფილეს - როგორ მოამზადოთ ქათმის მკერდი ყველაზე გემრიელად - rogor.ge

ამ "შედევრის" ნახვის შემდეგ სხვანაირად აღარ შეწვავთ ქათმის ფილეს - როგორ მოამზადოთ ქათმის მკერდი ყველაზე გემრიელად

ქათმის ფილე გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და ჩაქუჩით დაბეგვეთ. მარილი და პილპილი თითოეულ ნაჭერს შეაზილეთ.

rogor-1664886073.jpg

შეურიეთ იოგურტს მდოგვი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი. თითოეული ფილეს ერთი მხარე წაუსვით ეს სოუსი.

rogor-1664886139.jpg

პომიდორი დაჭერით ნაჭრებად და მოაყარეთ ცოტა მარილი. ყველის ერთი ნახევარი ასევე დაჭერით ნაჭრებად, ხოლო მეორე ნახევარი გახეხეთ სახეხზე. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და რეჰანი.

ხორცის ფილეს კიდეზე დაადეთ პომიდორი, მწვანილი და ყველი. გადაახვიეთ ხორცი რულეტად.

rogor-1664886262.jpg

საცხობ ფირფიტას ან საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი. დაალაგეთ რულეტები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

rogor-1664886329.jpg

რულეტები გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ კიდევ 5 წუთი. სულ ეს არის, ქათმის რულეტები შიგთავსით მზადაა.

rogor-1664886393.jpg

გემრიელად მიირთვით!