როგორ გავარემონტოთ პატარა აბაზანა იაფად და პრაქტიკულად, რომ ყველაფერი დაეტიოს? - იდეები
ხელმისაწვდომი რემონტი წარმოუდგენელი ცნება სულაც არ არის, რადგან ბაზარზე არსებობს უამრავი მასალა, სხვადასხვა ფასის და სტრუქტურის, რეალურია შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით და შესაბამისი ფასის. მთავარია, გქონდეთ ინფორმაცია, რას ყიდულობთ და რამდენად გამოგადგებათ, და იცოდეთ, როგორი ხარისხის არის.მოგებული ყოველთვის ისაა, ვისაც ორიგინალური დიზაინის შერჩევა შეუძლია. როდესაც ადგილის პრობლემა გაქვთ, მთავარია, რომ თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად აითვისოთ და დატვირთოთ ფუნქციურად. სწორად ორგანიზებული სივრცე კი ყოველთვის ესთეტიკურად გამოიყურება.
მნიშვნელოვანია ასევე ექსპლუატაციის წესების ზედმიწევნით გათვალისწინება.
რას მოიცავს კაპიტალური რემონტი? ამ დროს, როგორც წესი, არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი:
- შეინიღბოს კანალიზაციის მილები
- დამონტაჟდეს ელექტრობა
- მოპირკეთდეს იატაკი და კედლები
- გაკეთდეს შეკიდული ან გასაჭიმი ჭერი
- დაყენდეს საჭირო სანტექნიკა
- საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს აბაზანის ავეჯი.
თუ კოსმეტიკური რემონტი გჭირდებათ, ეს ძირითადად ზედაპირების და რამდენიმე ელემენტის შეცვლას გულისხმობს. ასევე იცვლება ინტერიერის აქსესუარები.