9 ხრიკი, თუ როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი იერი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს - rogor.ge

9 ხრიკი, თუ როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი იერი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს

შეინარჩუნეთ ტანსაცმლის ფერი. თქვენი შარვლის გაუფერულების თავიდან ასაცილებლად სარეცხ საშუალებებს დაუმატეთ ½ ჭიქა ძმარი და ცოტა მარილი. ეს ხელს შეუშლის ტანსაცმლის ფერის დაკარგვას.

0-50-1664856613.jpg

მოაშორეთ ბურძგლები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ტანსაცმლის პირვანდელი იერსახის აღდგენას. თუ ტანსაცმელი გაიბურძგლა, შეგიძლიათ გაპარსოთ ერთჯერადი, ან ელექტრო საპარსით.

აბრეშუმის ტანსაცმელი სწორად დაარბილეთ. თუ გსურთ, რომ თქვენი აბრეშუმის ტანსაცმელი იყოს ძალიან რბილი, არ გამოიყენოთ ბევრი დამარბილებელი. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ თმის კონდიციონერი და შეამჩნევთ განსხვავებას.

abr-1664856742.jpg

ლაქები ტყავის ჩანთებზე. ტყავის საფულეებიდან ლაქების მოსაშორებლად უბრალოდ გამოიყენეთ ბამბის საფენი. მას ცოტაოდენი თეთრი ძმრით დაასველებთ და წაუსვამთ ლაქას.

chn-1664856976.jpg

ნუბუკის ტყავის ჩექმები. ამ ჩექმების მოვლის პროცედურა ძალიან მარტივია. აიღეთ მხოლოდ 1 წილი ძმარი და შეურიეთ 3 წილ წყალს. ალტერნატიულ შემთხვევაში, ყოველ ლიტრ თბილ წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი ძმარი. შემდეგ, ფეხსაცმელს ამ სითხით გაწმენდთ და სველი ქსოვილით გაამშრალებთ.

nubik-1664856937.jpg

დამალეთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელზე. ბამბის ტამპონით ან კბილის ჩხირით ტყავზე ცოტა წებოს წავუსვამთ. შემდეგ, დაზიანებულ ზონას სუფთა ქსოვილით დააწვებით 4 წუთის განმავლობაში. ფეხსაცმელზე მინიმუმ 3 ფენა საღებავს წავუსვამთ.

nakacr-tq-1664856919.jpg

ამოიღეთ ცხიმიანი ლაქები. ცხიმოვანი ლაქების მოსაშორებლად, უბრალოდ გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი ან ჭურჭლის სარეცხი საპონი. რამდენიმე წამის მოქმედების შემდეგ სამოსს ჩვეულებრივად ვრეცხავთ.

cximv-1664856896.jpg

მოიშორეთ ცუდი სუნი. ჩადეთ სუნიანი სამოსი ელვაშესაკრავ ან ჰერმეტულად დალუქულ ჩანთაში. შემდეგ ტანსაცმელს ღამით მაცივარში შევდებთ. მეორე დღეს ჩვეულებისამებრ ვრეცხავთ და სუნიც გაქრება.

sun-1664856785.jpg

ლაქის ფეხსაცმელი ახალივით რომ გახდეს. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიყენოთ შუშის საწმენდი და გაწმინდოთ მშრალი ქსოვილით. როცა დასრულებთ, ახალივით იქნება.

tqqq-1664856803.jpg

წყარო: sharingideas.me