როგორ დავიწყოთ ბიზნესი - ცუკერბერგის საქმიანი რჩევები - rogor.ge

როგორ დავიწყოთ ბიზნესი - ცუკერბერგის საქმიანი რჩევები

უმთავრესი მიზანი - დასაწყისისთვის აუცილებელია კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ რამდენი ფულის მიღება გინდათ წამოწყებული საქმისგან. დიდი საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ცხოვრებაში შემთხვევით არავის არაფრისთვის მიუღწევია. ნებისმიერი წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მიზნის შედეგია, რომელიც თითოეულმა ადამიანმა დაისახა, ამიტომაც, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მიზანი, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ.

რეკლამის საერთო ღირებულების ცოდნა - უნდა იცოდეთ, რომ თითოეულ რეკლამას განსაზღვრული ფასი აქვს. რაკი ასეა, მას განსაზღვრული შემოსავალიც მოაქვს. სწრაფი კვების რესტორნის რეკლამა არასდროს მოიტანს "კრაისლერის" რეკლამაზე მეტ ფულს. ამიტომაც, თუ ქმნით ინტერნეტგვერდს, ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო ფართო იქნება მისი აუდიტორია, მით უფრო მიმზიდველი იქნება თქვენი გვერდი რეკლამების დამკვეთებისთვის.

მზადება - არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქმის კეთება იდეის დაბადებისთვის იწყება. და ეს არ არის მხოლოდ სურვილი, რომელიც შეიძლება გამოთქვა სიტყვებით: "მე მინდა საქმე, ისეთივე, როგორიც აქვს..."- ეს უკვე შეცდომაა. საუკეთესო იდეა ის არის, რომელიც შეიძლება ასე გამოითქვას: "ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და მე პირველი ვიქნები". თუმცა, ორიგინალური იდეა ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი ბიზნესის გარანტია. ამის გარდა, უნდა იცოდეთ პასუხი კიდევ ერთ კითხვაზე: "სჭირდება თუ არა თქვენი წამოწყება მომხმარებელს, რომელსაც უკვე ყველაფერი უნახავს, რისი ნახვაც შეიძლებოდა და რომლის განკარგულებაშია მილიარდობით უკვე არსებული სერვისი". წაიკითხეთ ვრცლად