როგორ ავიცილოთ თავიდან დილით გაბურძგნული თმით გაღვიძება - rogor.ge

როგორ ავიცილოთ თავიდან დილით გაბურძგნული თმით გაღვიძება

გაიმშრალეთ თმა ძილის წინ. სველი თმით დაძინებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კულულების ჩახლართვა და აბურდვა ძილის დროს. თუ ღამით შხაპს იღებთ, დაწოლამდე თმის გასაშრობად გამოიყენეთ ფენი. თუ გნებავთ თმის გაშრობა ბუნებრივად, მიიღეთ შხაპი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. უმჯობესია დაიძინოთ მშრალი თმით.

1-1664453525.png

კარგად დაივარცხნეთ თმა დაწოლამდე. თუ ჩახლართული თმით დაიძინებთ, ალბათ, ამაზე უარესად გაიღვიძებთ. ამიტომ აუცილებლად დაივარცხნეთ. თუ ბუნებრივად ხვეული თმა გაქვთ და არ ივარცხნით, შეგიძლიათ ასევე დაიძინოთ. ყოველთვის დაივარცხნეთ თმა ბოლოებიდან ძირებამდე.

2-1664453540.png

სანამ დასაძინებლად წახვალთ, შეიზილეთ კონდიციონერი თმის ბოლოებში (არა ძირებში). ზედმეტი ტენიანობა ხელს შეუწყობს თქვენი თმის აბრეშუმისებრი და გლუვი იერის შენარჩუნებას. სკალპთან ახლოს კონდიციონერის დადებამ შეიძლება თმა გააცხიმიანოს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ თმის ბოლოებზე.

3-1664453554.png

მოკლე თმა შეიკარით ბანდანით. თუ მოკლე თმა გაქვთ, ეს თქვენთვისაა. ბანდანა შუაზე გადაკეცეთ, რომ სამკუთხედის ფორმა მიიღოთ, შემდეგ შემოიხვიეთ თმაზე და ყურების უკან. ბანდანამ უნდა დაიჭიროს თმა მთელი ღამის განმავლობაში, გარდა ამისა, ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ თმის ცვენაც.

4-1664453571.png

გაიკეთეთ კოსა. კოსა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ხვეულის დასაცავად ღამით, თუ გსურთ ხვეული თმა გქონდეთ დილით.

5-1664453585.png

გაიკეთეთ ნაწნავი. გაიყავით თმა ცენტრში და დაიწანით. როდესაც გაიღვიძებთ, გექნებათ ტალღოვანი თმა.

6-1664453598.png

წყარო: wikihow.com