რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

გამოჯანმრთელების, გათავისუფლების პერიოდი გელოდებათ. მოიცილებთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით განვითარებაში, წინსვლაში. შესთხოვეთ მფარველ ანგელოზს, რომ გაგათავისუფლოთ მავნე ჩვევებისგან, ფობიებისა და დამოკიდებულებებისგან; რომ გახდეთ სულიერად და ფიზიკურად მეტად ჯანმრთელი. მოგინდებათ განმარტოება, სულიერ სამყაროში გარკვევა. მოინახულეთ წმინდა ადგილები. გაწყვიტავთ ყველა უსიამოვნო კავშირს. თუ გსურდათ, შორს გამგზავრება და დაფუძნება, გამოგივათ. კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით ეზოტერიკული მეცნიერებებით, დაკავდებით სულიერი პრაქტიკებით.

კურო

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, კარგი იქნება, თუ აიყოლიებთ თანამოაზრეებსაც და დაეხმარებით ბავშვებს, მოხუცებს, ჩაერთვებით სოციალურ პროექტებში. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, რომლებიც მფარველი ანგელოზები გახდებიან თქვენთვის. იზრუნეთ ნათლულებზე, გერებზე. შექმენით ინტერნეტჯგუფი, ბლოგი, სადაც დაეხმარებით ადამიანებს რჩევებით, გაუზიარებთ მოსაზრებებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, წვეულებაზე, მეგობრების გარემოცვაში.

ტყუპი

დაწინაურებისა და სოციალური სტატუსის ამაღლებისთვის მოემზადეთ. თუ გსურდათ კარიერაში წარმატების მიღწევა, სელენა დაგეხმარებათ. ზოგი დაიწყებთ ან განავითარებთ უკვე არსებულ ბიზნესს. შეყვარებულები გადაწყვეტთ დაქორწინებას და ეს ბედნიერი, მყარი კავშირი იქნება. ზოგიერთი გახდებით ძვირად ღირებული, ელიტური ბინის მფლობელი. მეტად იზრუნეთ ასაკით უფროს ნათესავებზე. არ გირჩევთ მათთან კამათს. მოერიდეთ დაპირისპირებას ზემდგომებთან, კანონდამცველებთან.

კირჩხიბი

სელენა მოგიტანთ ახალ პერსპექტივებს. თუ სურვილი გქონდათ უცხოეთში გემოგზაურათ ან გამგზვარებულიყავით სასწავლებლად აგისრულდებათ. ზოგიერთი შეიძლება ემიგრაციაში გაემგზავროთ, დაიწყოთ მუშაობა უცხოეთში. დაუმეგობრეთ უცხოელებს. კარგი იქნება თუ დაიწყებთ ლექციების ჩატარებას ან თავად გადაწყვეტთ კვალიფიკაციის ამაღლებას. კარგი პერიოდი გელით იურისტ ნიშნებს. გირჩევთ არ დაარღვიოთ წესები. ზოგიერთს შეიძლება შეგეძინოთ შვილიშვილი.

ლომი

კრიზისებს იოლად გადალახავათ. უფრო მეტიც, სირთულეების გადალახვით უფრო გაიუმჯობესებთ ცხოვრებას. თუ უსიამოვნება გქონდათ ფინანსებთან დაკავშირებით, იოლად მოაგვარებთ. არ გაგიჭირდებათ სესხის აღება, თუ გადაწყვეტილი გაქვთ. დააბანდეთ ფული მხოლოდ სარფიან ბიზნესში ან თუ უკვე გაქვთ დაბანდებული, მიიღებთ დივიდენდებს. ტრანსფორმაცია, ბევრი ცვლილება გელოდებათ, მაგრამ მიხვდებით, რომ გაიზარდეთ, უკეთესი გახდით.

ქალწული

პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ დაცულობა. თუ მარტოხელა ხართ, გაიცნობთ ადამიანს, ვინც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. ან გაიჩენთ ერთგულ მეგობარს, საქმიან პარტნიორს. მიიღებთ დახმარებას, მზრუნველობას გარშემო მყოფებისგან და ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. ისინი უჩვეულო სიტუაციებში მფარველ ანგელოზებად მოგევლინებიან. ამასთან, თავადაც მოგეთხოვებათ ახლობლებზე ზრუნვა. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ, ახლობლების მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ. იფიქრეთ რა უნდა გასცეთ და არა, რა უნდა მიიღოთ. საუკეთესო პერიოდი ელოდებათ მომსახურებს სფეროში მომუშავეებს, გაიჩენთ მადლიერ კლიენტებს. გაგრძელება