როგორ და რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ წვერი - rogor.ge

როგორ და რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ წვერი

დაიბანეთ წვერი სპეციალური შამპუნით კვირაში 2-3-ჯერ. ადამიანების უმეტესობისთვის 2 ან 3 დაბანა საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი წვერი სუფთა, ჯანსაღი და დატენიანებული იყოს. მაშინაც კი, თუ ყოველდღე იღებთ შხაპს, ამდენჯერ წვერის დაბანა არ არის სასურველი - ზედმეტმა დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, გაღიზიანება. თუმცა, თუ რეგულარულად იყენებთ დამატენიანებელ ზეთს და წვერის ბალზამს, შეგიძლიათ უფრო ხშირად დაიბანოთ საჭიროების შემთხვევაში.

1-1664452055.png

დაიბანეთ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ, თუ ძალიან აქტიური ხართ ან ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ხშირად ვარჯიშობთ და ოფლიანდებით, ან მუშაობთ გარე სივრცეში, დაიბანეთ მინიმუმ 3-ჯერ (ან მეტჯერ საჭიროების შემთხვევაში), რათა თქვენი სახის თმა არ აღმოჩნდეს მიკრობებით სავსე.

2-1664452069.png

დაიბანეთ წვერი კვირაში ერთხელ თუ მშრალი კანი გაქვთ, ან წვერს იღებავთ. თუ თქვენი კანი ჩვეულებრივ მშრალია ან ცხოვრობთ მშრალ გარემოში, დაიბანეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გამოშრობა და ქავილი. დაიბანეთ კვირაში ერთხელ თუ წვერსაც შეიღებავთ. თქვენი საღებავი უფრო მეტხანს გაძლებს, რაც ნაკლებად დაიბანთ.

3-1664452083.png

როგორ დაიბანოთ წვერი

დაასველეთ წვერი ნელთბილი წყლით. კარგად დაისველეთ წვერი. სველი წვერი ეხმარება თქვენს შამპუნს უფრო სწრაფად აფუვდეს, თბილი წყალი ხსნის თქვენს ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ცივი წყალი დახურავს თქვენს ფორებს, ცხელმა კი შეიძლება გამოიწვიოს მცირე ანთება და სიმშრალე.

4-1664452097.png

წაისვით წვერის შამპუნი და ქაფი. თუ თხევად შამპუნს იყენებთ, შეიზილეთ წვერზე, სანამ ქაფი არ აფუვდება. წაისვით ქაფი ყველა მიმართულებით.

5-1664452111.png

ჩამოიბანეთ შამპუნი და წაისვით კონდიციონერი. სანამ თქვენი სახე ჯერ კიდევ სველია, შეიზილეთ ხელებში მცირე რაოდენობით კონდიციონერი და შემდეგ ხელისგულები წვერზე გადაიტანეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს. გააჩერეთ 1-5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

6-1664452125.png

გაიმშრალეთ წვერი. გამოდით შხაპიდან და გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი, რომ ნაზად შეიზილოთ და გაიმშრალეთ სახეზე თმა. სცადეთ გამოიყენოთ მიკროფიბერის პირსახოცი - ის უფრო სწრაფად შრება.

7-1664452137.png

წაისვით წვერის ზეთი. დაისხით ერთი-ორი წვეთი ზეთი ხელებს შორის და შემდეგ შეიზილეთ წვერზე. .დაივარცხნეთ ან გაიხეხეთ წვერი წვერის სავარცხლით, რათა დარწმუნდეთ, რომ ზეთი თანაბრად ნაწილდება მთელ წვერზე.რაც უფრო მეტ ზეთს დაამატებთ, მით უფრო მბზინავ იერს მიიღებთ.

8-1664452150.png

წყარო: wikihow.com