როგორ მოვამზადოთ გასახდომი ჩაი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გასახდომი ჩაი

ერთმანეთს შეურიეთ 20 გრ სენას ფოთლები, 20 გრ ოხრახუში, 20 გრ ჭინჭარი, 10 გრ კამა, 20 გრ ბაბუაწვერა, 10 გრ პიტნა.

1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ პატარა ულუფებით.

გასახდომი ჩაი დღეში 1 ჭიქა უნდა მიიღოთ, თანდათანობით მოცულობა შეიძლება გაზარდოთ, დღეში 3 ჭიქამდე. 6 კვირის შემდეგ 1 ჩაის ჭიქა უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. შემდეგ საჭიროა თანდათანობით სასმელის მოცულობის შემცირება 1 ჭიქამდე. სრული კურსის დასრულების შემდეგ შეიძლება დღეში 1 ჩაის ჭიქის მიღება, რაც ზედმეტი წონის პროფილაქტიკაა.

წყარო: mkurnali.ge