როგორ გავახაროთ ლიმონი ქოთანში - rogor.ge

როგორ გავახაროთ ლიმონი ქოთანში

აიღეთ კარგი მსხვილი კურკა ნედლი. სეზონს არა აქვს მნიშვნელობა,თუ სახლში სითბოა, დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, დააფარეთ მეორე ხელსახოცი ზემოდან და დანამეთ კარგად წყლით. მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და დადგით თბილ ადგილას, დროდადრო შეამოწმეთ, არ გაშრეს, უნდა იყოს ნესტიანი, ვიდრე გაღივდება.

გაღივებას, დაახლოებით, 1-2 კვირა სჭირდება. გაღივებული კურკა გადაიტანეთ ქოთანში, სადაც ნაკელიანი მიწა გვექნება მოთავსებული(პროპორციები:აიღეთ სამი მუჭა მიწა და ხუთი მუჭა ნაკელი,აურიეთ კარგად)

თითო ქოთანში თითო გაღივებული მარცვალი მოათავსეთ ერთი სანტიმეტრის სიღრმეზე და მორწყეთ. ხშირად არ უნდა მორწყვა, მიწა ნესტიანი უნდა იყოს. დააფარეთ გამჭვირვალე ცელოფანი,როცა ფოთოლს გამოიღებს, მოხსენით. ერთი წლის რომ გახდება, მოზრდილ ქოთანში გადარგეთ.

წყარო: shin.ge