როგორ გამოვთვალოთ დეკრეტული შვებულების ვადა - rogor.ge

როგორ გამოვთვალოთ დეკრეტული შვებულების ვადა

შვებულება ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება, მიეცეს ორსულობისა დამშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, ბავშვის დედას თავისი სურვილისამებრ შეუძლია ორსულობისა დამშობიარობის გამო შვებულების დღეები გამოიყენოს ერთობლივად ან გადაანაწილოს ისინი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

შვებულება ბავშვის მოვლის გამო

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება, მიეცეს ბავშვის მოვლის გამოშვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ანტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. შესაძლებელია ისიც, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეებისნაწილი გამოიყენოს ბავშვის დედამ, ნაწილი კი მამამ.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი დღეების საერთო რაოდენობა

ჯამურად ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამოშვებულების ანაზღაურებადი დღეების ოდენობა კვლავ შეადგენს 183 კალენდარულ დღეს, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში კი - 200 კალენდარულ დღეს.

საჯარო მოხელის დეკრეტული შვებულება

საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისადა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება საჯარო მოსამსახურეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, გადაანაწილოს ორსულობისა დამშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. საჯარო მოხელეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი დღეების საერთო რაოდენობა

საერთო ჯამში, დასაქმებულსაც და საჯარო მოხელესაც უფლება აქვთ, ისარგებლონორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით 730 კალენდარული დღის ოდენობით (2 წელი და 10 დღე).

პირველ რიგში, გაარკვიეთ ორსულობის ვადა

ეს კეთდება პირველი დაგეგმილი ექოსკოპიის დროს, რომლის გაკეთებასაც მოგეთხოვებათ ორსულობის მე-11 ან მე-12 კვირას. ექიმი განსაზღვრავს ნაყოფის სიმწიფეს და გეტყვით ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ორსულობა. ამის საფუძველზე დაითვალეთ 30 კვირა. დეკრეტული შვებულება იწყება 31-ე კვირის პირველ დღეს.