როგორ გავხადოთ მკერდი ეფექტური და მიმზიდველი - rogor.ge

როგორ გავხადოთ მკერდი ეფექტური და მიმზიდველი

სწორი საცვლების არჩევა

ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი ფორმების გასაუმჯობესებლად. დღეისათვის არსებობს მრავალი მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი მკერდი მაცდუნებელი. შეეცადეთ შეიძინოთ საცვლები კარგ მაღაზიებში. მათში შესაძლებელია დაიხმაროთ პროფესიონალი კონსულტანტი, რომელიც მარტივად აგარჩევინებთ თქვენთვის შესაფერის ლიფს. დააკვირდით ისეთ სტილს, როგორიცაა: Push-up. თუ თქვენ ხართ პატარა ზომის მკერდის მფლობელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სილიკონის ჩანართები. ისინი ვიზუალურად გაადიდებენ თქვენს ფორმებს. ასევე არის ბიუსტჰალტერები, რომლებსაც მოცულობითი ჭიქები აქვთ.

ტანსაცმლის სწორი არჩევანი

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელს, რომელსაც ატარებთ. იმისათვის, რომ თქვენმა ფორმებმა ყურადღება მიიპყროს, უნდა აირჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ ერგება მკერდის ქვეშ. ეს მისცემს არა მხოლოდ თქვენს მკერდს მიმზიდველობას, არამედ ვიზუალურად გამოაჩენს სხეულს გამხდარს.

სწორი დგომა

სწორ პოზას დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზი მკერდისთვის. თუ მოიხრებით, გულმკერდის კუნთები მოდუნდება და ტონუსს დაკარგავს. მკერდი ეშვება და ვიზუალურად უფრო დაბლა ჩანს, რაც მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ასე რომ, გამართეთ ზურგი და თავი ასწიეთ. თქვენი სიარულის მანერა გახდება ლამაზი და თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება.

სპორტი

დაიწყეთ ვარჯიში! ეს არის კიდევ ერთი გზა, რათა მკერდი ტონუსში მოიყვანოთ და ლამაზი გახადოთ. არსებობს რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რომელიც ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ. ამისთვის საჭიროა ბურთი და ჰანტელები.

  1. ვარჯიში. აიღეთ ჰანტელები ხელში და ამოძრავეთ ისინი სხვადასხვა მიმართულებით.
  2. ვარჯიში. დაიჭირეთ ბურთი ხელის სიგრძეზე.
  3. ვარჯიში. წრიულად ატრიალეთ ერთი ხელით წინ, მეორე უკან, საპირისპირო მიმართულებით.

მაკიაჟი

მკერდის მოცულობა ვიზუალურად შეიძლება გაიზარდოს დეკოლტეს მიდამოზე ბრინჯაოს ფხვნილის წასმით. მისი ჩრდილი თქვენს კანზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. ფუნჯის მოძრაობები უნდა დაემსგავსოს ასო "y"-ს.