როგორ დაინახოთ რა ფერია თქვენი აურა - rogor.ge

როგორ დაინახოთ რა ფერია თქვენი აურა

დადექით ღია ფერის ერთფეროვან კედელთან (საუკეთესო ვარიანტია თეთრი).

უნდა გეცვათ თავისუფალი ტანსაცმელი და ხელის სიგრძის დაშორებით იდგეს დიდი სარკე, ისე, რომ საკუთარ თავს სრულად ხედავდეთ. თუ ასეთი სარკე არა გაქვთ, შეგიძლიათ პატარა სარკე გამოიყენოთ და მხოლოდ თავის ირგვლივ შექმნილ ენერგეტიკულ ველს დააკვირდეთ. ამ შემთხვევაში, დახმარება სხვას სთხოვეთ, რომ სარკე რამდენიმე წუთით, თავის სიმაღლეზე დაგიჭიროთ.

გაასწორეთ სინათლე

აურის ნახვა ყველაზე უკეთესად დღის სინათლეზე შეიძლება. თუ ფანჯრები აღმოსავლეთის მომართულებით მდებარეობს, პროცედურა დილით უნდა ჩაატაროთ, ხოლო თუ დასავლეთით — საღამოს საათებში.

მოახდინეთ ხედვის კონცენტრაცია ერთ წერტილში

დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ჩაიხედეთ სარკეში და 5-10 წუთის მანძილზე რაც შეიძლება იშვიათად ახამხამეთ თვალები. მხედველობის კონცენტრაცია მოახდინეთ ცხვირის წვერზე. თუ თვალები დაგეღლებათ, მოჭუტეთ და შემდეგ ისევ გაახილეთ. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენი სხეული გამჭვირვალე, რომელიმე ფერის ნათებას ასხივებს.

წაიკითხეთ აურის ფერის მნიშვნელობა