როგორ ვაქციოთ 5 ლარიანი მაისური მოდურ ნივთად - rogor.ge

როგორ ვაქციოთ 5 ლარიანი მაისური მოდურ ნივთად

მოდური გეომეტრია

2-1664019998.png

ჩაიცვით მაისური და ერთ-ერთ კუთხეში, ნაკერიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ზუსტად ერთმანეთის ქვეშ დასვით ორი წერტილი ( ეს ფიგურის თავი და ბოლო იყოს) . შემდეგ დააფინეთ მაგიდაზე, გადაკეცეთ ბოლო ნაწილი ისე, რომ თქვენ მიერ მონიშნული წერტილები ერთმანეთს დაემთხვეს. ამოხაზეთ ტოლი ზომის სამკუთხედები და ამოჭერით. როცა გაშლით, მაისურის ბოლო ნაწილი რომბებით იქნება დასერილი. თუ არ გნებავთ, რომ ამოჭრილი იყოს ზურგზეც, გაჭრამდე მაისურის უკანა ნაწილი აკეცილ მდგომარეობაში დააფინეთ.

1-1664020040.png

„გატრენდულებული“ სახელოები

4-1664020067.png

თუ მხრებს ოვალურად ამოჭრით ძალიან ორიგინალურ სამოსს შექმნით. ეს რთული სულაც არაა, მთავარია, ორივე მხარეს ერთნაირად ამოჭრათ და გაითვალისწინოთ, რომ ამოჭრა სახელოს ბოლოდან 1-2 სანტიმეტრის დაშორებით დაიწყოთ. ფრთხილად მოაჭერით საყელოც. და ქვედა ნაწილიც ისე,რომ მისი განასკვა შეძლოთ.

3-1664020091.png

გახსნილი ზურგით

6-1664020185.png

ამისთვის საკერავი მანქანა და ღილებიც დაგჭირდებათ.

პირველ რიგში მაისურს უნდა მოაჭრათ საყელი. შემდეგ გადაკეცეთ მაისური შუაზე და მისი უკანა ნაწილი გაჭერით ზუსტად ნაკეცზე. ზურგის ზედა ნაწილში დააკერეთ ღილები და გააკეთეთ მისი სამაგრები სქელი თეთრი ძაფით. გაჭრილი ადგილები კი წვრილად შეკეცეთ და საკერავი მანქანით გაკერეთ. თუ მკლავებსაც მოჭრით, მაისურს უფრო ორიგინალურ ელფერს შესძენთ.

5-1664020211.png

იხილეთ სრულად