როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს
არ შეიძლება საუზმის, სადილის ან ვახშმის გამოტოვება. საკვების მიღება უნდა იყოს რეგულარული და დროის ინტერვალები – დაცული.
კერძის ულუფა არც ძალიან მცირე უნდა იყოს და არც ბევრი. საკვების მოცულობა – დასანაყრებლად ოპტიმალური.
აუცილებელია წონის კონტროლი, სიმსუქნე აქვეითებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და მნიშვნელოვნად ართულებს დაავადების მკურნალობას.
ძირითადი კვების გარდა, დიეტა უნდა მოიცავდეს წახემსებასაც. მაგალითად, მეორე საუზმე და შუადღის წახემსება. საუკეთესოა დიეტოთერაპიისთვის ჯერადი კვება დღეში 5-6-ჯერ.
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს კვების ძირითადი პრინციპებია:
- საკვების სადღეღამისო კალორიულობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2000 კილოკალორიას;
- ნახშირწყლების მიიღება საუზმეზე და სადილად;
- აუცილებელია საქაროზაზე უარის თქმა და მისი ჩანაცვლება შაქრის შემცლელებით.
- ინსულინის ინექციის გრაფიკი უნდა მიესადაგოს საკვების მიღებას.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დაავადების უფრო გავრცელებული ფორმაა. ამ დროს დიეტის უმთავრესი პარამეტრებია:
- დღიური კალორიულობა უნდა შეადგენდეს 1600-1800 კილოკალორიას;
- უნდა შემცირდეს მარტივი ნახშირწყლებისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება;
- საქაროზაზე სრულად უნდა ითქვას უარი და ის ჩანაცვლდეს შაქრის შემცვლელით;კვებათა შორის შუალედი უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 4 საათს.რადგანაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს იზრდება თირკმელების მგრძნობელობა, რეკომენდებულია მარილის მიღების შეზღუდვა დღეში 9 გრამამდე (1 ჩაის კოვზი+1/3 ჩაის კოვზი).
გესტაციური შაქრიანი დიაბეტი ვლინდება ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში დიეტის პრინციპებია:
- სრულად გამოირიცხოს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები;
- გამოირიცხოს მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები;
- ჭარბი წონის დროს შეიზღუდოს ცხიმების მიღება;შიმშილი დაუშვებელია;
- კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ჯერადი.