როგორ შევარჩიოთ შხაპის გელი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ შხაპის გელი

შემადგენლობა

ნებისმიერი შხაპის გელი შეიცავს საპონს, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ კანის გამოშრობის უნარი არ შესწევს. ზოგი მწარმოებელი საპონს თანდათანობით სხვა კომპონენტებით ანაცვლებს. ასევე ნებისმიერი შხაპის გელის შემადგენლობაში შედის წყალი.

ტუტეს შემცველობა გელში მინიმალური უნდა იყოს, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს კანზე. ტუტე კომპონენტების ის მცირე რაოდენობაც, რომელსაც გელი შეიცავს, ხშირად შერბილებულია ტუტეს გამანეიტრალებელი სპეციალური დანამატებით. ტუტეს გარეშე შეუძლებელია, რადგან სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ქაფი და სუფთავდება კანი.

ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ლაურილსულფატის ნაერთები, რომლებსაც ახასიათებს მაღალი გამწმენდი აქტივობა, შეადგენს შხაპის გელის ბაზას. კოკოგლიცერიდები, ბეტაინები და ლაურეტსულფატი არბილებს მათ მოქმედებას და გელის წასმისას სასიამოვნო, ნაზ შეგრძნებას უზრუნველყოფს.

თანამედროვე პარფიუმერია და კოსმეტოლოგია წარმოუდგენელია სურნელოვანი კომპონენტების, კონსენვანტების (პარაბენებისა და ბენზოატების) და საღებავების გარეშე.

სურნელოვან დანამატებსა და საღებავებს იმისთვის იყენებენ, რომ გელს ჰქონდეს მიმზიდველი ფერი და სასიამოვნო სუნი. ამის მიღწევა სინთეტიკური კომპონენტების გარეშეც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში გელის საფასური საგრძნობლად გაიზრდება.

გელის შერჩევა კანის ტიპის მიხედვით

გელის შერჩევისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და დანიშნულება. მშრალი კანის პატრონებისთვის რეკომენდებულია გელ-კრემები ნატურალური დამატენიანებელი კომპონენტებით, მაგალითად, რძით, თაფლით, ნუშის, ჟოჟობას ზეთით.

მგრძნობიარე კანისთვის აუცილებელია დამამშვიდებელი ნივთიერებები, რომლებსაც გვირილის, გულყვითელას და სხვა ბალახებისგან იღებენ.

ცხიმიანი და შერეული კანი მუდმივ გასუფთავებას და დანოტივებას მოითხოვს, ამიტომ ამ ტიპის კანისთვის განკუთვნილი შხაპის გელის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმცენარეებიც. ისინი ძალზე დიდ დახმარებას უწევენ კანს ცელულიტთან ბრძოლისას, ამიტომ წყალმცენარეების შემცველი გელი შეიძლება გამოვიყენოთ ფორთოხლის კანის სინდრომის მოსაშორებლად.

მათთვის, ვისაც ალერგიული რეაქციები აქვს, უშვებენ შხაპის გელებს დამზოგველი კომპონენტებით და სუნის გარეშე. განაგრძეთ კითხვა