როგორ მოვაშოროთ მანქანიდან ნესტი - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ მანქანიდან ნესტი

სალონის ფილტრი

უმეტეს შემთხვევებში, სინესტის მთავარი გამომწვევი მიზეზი სალონის დაბინძურებული ფილტრია ხოლმე.ასეთ დროს მხოლოდ ფილტრის გაწმენდა არ არის საკმარისი - ის უნდა შეცვალოთ. სალონის ფილტრის შეცვლას 30 წუთი ჭირდება. ის ან საქარე მინის ქვეშ, ანაც სახელთათმანის (”ბარდაჩოკის”) უკან იქნება. სალონის ფილტრი ზოგადად ყოველ 15 000 კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს. ფასი: 20 ლარიდან.

სიმშრალე ყველგან!

მაგალითად, საბარგულში, რომელსაც ყურადღებას იშვიათად ვაქცევთ. ამოიღეთ ყველაფერი და კარგად გაამშრალეთ საბარგულის მთლიანი განყოფილება.

სპეციალური ბალიში

ასეთი ბალიშების ფასი 20 ლარიდან იწყება. ისინი სინესტეს ჰაერიდან იწოვენ. როდესაც ”გაივსება”, ბალიშს ცალკე გააშრობთ და კიდევ გამოგადგებათ.

ძრავის განყოფილება

ახადეთ კაპოტი და შეამოწმეთ, რა ხდება საქარე მინის ქვეშ მდებარე სადინრებში. იქ, დროთა განმავლობაში ფოთლები და ათასი ნაგავი გროვდება, რის შემდეგაც წყალი აღარ გადის. გაასუფთავეთ სადინრები ჭუჭყისგან. განაგრძეთ კითხვა