როგორ მოვამზადოთ დედოფალი ელისაბედის საყვარელი კექსი, რომელსაც რძიან ჩაისთან ერთად მიირთმევდა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ დედოფალი ელისაბედის საყვარელი კექსი, რომელსაც რძიან ჩაისთან ერთად მიირთმევდა

უპირველეს ყოვლისა, ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი და იქვე დაამატეთ 2 კვერცხი. კიდევ ერთი კვერცხი შაქართან ერთად ცალკე ათქვიფეთ სანამ არ გათეთრდება.

ჯამში ფქვილთან და კვერცხთან ერთად, დაამატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაოს ფხვნილი. აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ, ქვაბში გაადნეთ კარაქი და ჩაასხით კვერცხ-ფქვილის მასაში. საფუძვლიანად აურიეთ.

შემდეგ, ცომს დაუმატეთ კვერცხის ნარევი შაქართან ერთად. ისევ აურიეთ ყველაფერი. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ჩართოთ ღუმელი ისე, რომ გახურდეს 180 გრადუსამდე.

შავი შოკოლადი დანით დაჭერით, რომ კექსის ჭამის დროს დიდი შოკოლადის ნაჭრები მოგხვდეთ პირში. ნამცხვრის ცომს დაუმატეთ შოკოლადი და კარგად აურიეთ.

rogor2-1663744226.png

საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ხორბლის ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში და ფრთხილად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ შოკოლადის ნამცხვარი ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. კექსი მზადაა!

rogor3-1663744334.png